https://sputnik-georgia.com/20210721/ruska-mayashvili-sandro-nijaradze-252381463.html
„გულისამრევია ეჭვიანი ქალი... დაშორებულები ვიყავით“ – რუსკა მაყაშვილი ქმარზე საუბრობს
„გულისამრევია ეჭვიანი ქალი... დაშორებულები ვიყავით“ – რუსკა მაყაშვილი ქმარზე საუბრობს
Sputnik საქართველო
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე რომანს ორი წელი მალავდნენ. რუსკა მათი სიყვარულის ისტორიაზე იშვიათად ლაპარაკობს. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T16:12+0400
2021-07-21T16:12+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259173249_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b71bb676c2aa77ae0028f02696218db5.jpg
ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანისა და მსახიობის რუსკა მაყაშვილის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია. რუსკა ოჯახზე იშვიათად საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეს სანდრო ნიჟარაძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს.რუსკამ და სანდრომ ერთმანეთი თინეიჯერობის ასაკში გაიცნეს, წლების შემდეგ დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. სანდრომ მომავალ მეუღლეს ხელი 2015 წელს სთხოვა. რუსკა იხსენებს, რომ ხელის თხოვნის დღეს შერიგდნენ, რადგან ფაქტობრივად დაშორებულები იყვნენ. წყვილს ახლა უკვე ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს.რუსკა მაყაშვილმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან ურთიერთობაზე გადაცემა „სთორის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მსახიობი განმარტავს, მისი ხასიათი შვილების გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, მეუღლესთან მიმართებითაც.რუსკას თქმით, მას შემდეგ, რაც შვილები ეყოლა, ეჭვიანობის გრძნობა აღარ აწუხებს და ვერ ხვდება როგორ იყო ასეთი მანამდე, რადგან კოშმარია მამაკაცის მიმართ ეჭვიანი ქალი, არასდროს არ მოსწონდა მისი თავი ასეთი, მაგრამ იმ მომენტში სხვას ვერაფერს ხედავდა.„ამის შემდეგ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. საოცრად ეჭვიანი ვიყავი და უსაფუძვლოდაც ვეჭვიანობდი, მაგრამ ახლა ჩემს ქმართან ამ მხრივ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – ამბობს რუსკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259173249_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_19cf2f76f62d0dadac5e355fef46bafa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„გულისამრევია ეჭვიანი ქალი... დაშორებულები ვიყავით“ – რუსკა მაყაშვილი ქმარზე საუბრობს
16:12 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე რომანს ორი წელი მალავდნენ. რუსკა მათი სიყვარულის ისტორიაზე იშვიათად ლაპარაკობს.
ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანისა და მსახიობის რუსკა მაყაშვილის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია. რუსკა ოჯახზე იშვიათად საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეს სანდრო ნიჟარაძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს.
რუსკამ და სანდრომ ერთმანეთი თინეიჯერობის ასაკში გაიცნეს, წლების შემდეგ დამეგობრდნენ და ეს მეგობრობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. სანდრომ მომავალ მეუღლეს ხელი 2015 წელს სთხოვა. რუსკა იხსენებს, რომ ხელის თხოვნის დღეს შერიგდნენ, რადგან ფაქტობრივად დაშორებულები იყვნენ. წყვილს ახლა უკვე ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს.
რუსკა მაყაშვილმა პირად ცხოვრებასა და მეუღლესთან ურთიერთობაზე გადაცემა „სთორის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მსახიობი განმარტავს, მისი ხასიათი შვილების გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის, მეუღლესთან მიმართებითაც.
რუსკას თქმით, მას შემდეგ, რაც შვილები ეყოლა, ეჭვიანობის გრძნობა აღარ აწუხებს და ვერ ხვდება როგორ იყო ასეთი მანამდე, რადგან კოშმარია მამაკაცის მიმართ ეჭვიანი ქალი, არასდროს არ მოსწონდა მისი თავი ასეთი, მაგრამ იმ მომენტში სხვას ვერაფერს ხედავდა.
„ამის შემდეგ ჩემს თავს გვერდიდან რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. საოცრად ეჭვიანი ვიყავი და უსაფუძვლოდაც ვეჭვიანობდი, მაგრამ ახლა ჩემს ქმართან ამ მხრივ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – ამბობს რუსკა.