https://sputnik-georgia.com/20210721/rkinigzam-satvirto-gadazidvebi-gazarda-252375876.html
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2021 წლის პირველ ნახევარში სარკინიგზო ტრანზიტი 19%-ით... 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T09:41+0400
2021-07-21T09:41+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/64/248766453_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_cda51d16071173889c532eb02e856cab.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 6 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ორი კვარტლის შედეგები რეკორდულია ბოლო 11 წლის განმავლობაში.2019 წელს კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები. შედეგად – 95%-ით გაიზარდა თურქმენეთიდან ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის როგორც ნათობპროდუქტების, ისე მშრალი ტვირთების (მინერალური სასუქები, კარბამიდი, გოგირდი და სხვ.). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.ასევე 70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.გარდა ამისა, რეკორდულად მაღალია ჩინეთი–ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4.679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელზე 266%-ით მეტია.ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით, შემოსავლები კი 14%-ით გაიზარდა. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სარკინიგზო გადაზიდვები 10,9 მლნ-დან 11,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, კომპანიამ 800 ათასი ადამიანი გადაიყვანა.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
https://sputnik-georgia.com/20210720/ekonomika-gaagrZelebs-aRdgenas-premieri-252373046.html
https://sputnik-georgia.com/20210713/daxmareba-axalshobilze-252308546.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/64/248766453_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5865f1f08a707498e06349fda4c7c012.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა
09:41 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2021 წლის პირველ ნახევარში სარკინიგზო ტრანზიტი 19%-ით გაიზარდა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა და 6 მლნ ტონა შეადგინა,
ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ორი კვარტლის შედეგები რეკორდულია ბოლო 11 წლის განმავლობაში.
2019 წელს კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად შემუშავდა გადაზიდვების ერთიანი პირობები. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები.
შედეგად – 95%-ით გაიზარდა თურქმენეთიდან ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის როგორც ნათობპროდუქტების, ისე მშრალი ტვირთების (მინერალური სასუქები, კარბამიდი, გოგირდი და სხვ.). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.
ასევე 70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.
გარდა ამისა, რეკორდულად მაღალია ჩინეთი–ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4.679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელზე 266%-ით მეტია.
ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.
გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით, შემოსავლები კი 14%-ით გაიზარდა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" ამჟამად როგორც სარკინიგზო გზების, ისე სარკინიგზო შემადგენლობების მფლობელია და თავად ადგენს მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სარკინიგზო გადაზიდვები 10,9 მლნ-დან 11,1 მლნ ტონამდე გაიზარდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, კომპანიამ 800 ათასი ადამიანი გადაიყვანა.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.