https://sputnik-georgia.com/20210721/qalbaton-nanis-drom-TiTqos-gverdi-auara-nani-bregvaZes-iubiles-ulocaven-252383909.html
„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა“: ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავენ
„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა“: ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავენ
Sputnik საქართველო
მომღერალი, რომლის შემოქმედებაც საქართველოს საზღვრებს გარეთაც კარგადაა ცნობილი, დღეს 85 წლის შესრულდა. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T19:13+0400
2021-07-21T19:13+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252382394_0:202:2048:1361_1920x0_80_0_0_d595265ed33a4f18a36eedd59d787cc0.jpg
თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. ლეგენდარულ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს იუბილე საქართველოს პირველმა პირებმა მიულოცეს.ცნობილ საესტრადო მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელსაც „რომანსების დედოფალს“ უწოდებენ, 21 ივლისს 85 წელი შეუსრულდა.როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისალოც ბარათშია აღნიშნული, ნანი ბრეგვაძეს ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.„გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით… ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი“, - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.მომღერალს იუბილე მიულოცა თბილისის მერმა კახი კალაძემაც. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნანი ბრეგვაძემ შექმნა ეპოქა და საქართველო თავისი შემოქმედებით მსოფლიოს გააცნო.„მაღალმა საშემსრულებლო ხელოვნებამ, რომლის გამოც მას აფასებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მსმენელი, ქალბატონი ნანი ჩვენი ქვეყნის ელჩად აქცია და ის, დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს“, - წერს თბილისის მერი.ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა.ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს.1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია1983 — სსრკ სახალხო არტისტი1974 — საქართველოს სახალხო არტისტი1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.
https://sputnik-georgia.com/20210721/nani-bregvaZe-interviu-252382537.html
https://sputnik-georgia.com/20210721/nani-bregvadze-252382743.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252382394_0:74:2048:1361_1920x0_80_0_0_47011e7106d5b23f6d5409fa05bd218b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა“: ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავენ
19:13 21.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) მომღერალი, რომლის შემოქმედებაც საქართველოს საზღვრებს გარეთაც კარგადაა ცნობილი, დღეს 85 წლის შესრულდა.
თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. ლეგენდარულ მომღერალ ნანი ბრეგვაძეს იუბილე საქართველოს პირველმა პირებმა მიულოცეს.
ცნობილ საესტრადო მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელსაც „რომანსების დედოფალს“ უწოდებენ, 21 ივლისს 85 წელი შეუსრულდა.
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისალოც ბარათშია აღნიშნული, ნანი ბრეგვაძეს ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით… ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი“, - აღნიშნულია პატრიარქის
მილოცვაში.
მომღერალს იუბილე მიულოცა თბილისის მერმა კახი კალაძემაც. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნანი ბრეგვაძემ შექმნა ეპოქა და საქართველო თავისი შემოქმედებით მსოფლიოს გააცნო.
„მაღალმა საშემსრულებლო ხელოვნებამ, რომლის გამოც მას აფასებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მსმენელი, ქალბატონი ნანი ჩვენი ქვეყნის ელჩად აქცია და ის, დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს“, -
წერს თბილისის მერი.
ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს.
1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.