https://sputnik-georgia.com/20210721/partniori-qveynebis-droSebis-dazianebaze-jarima-dawesdeba-252381860.html
პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე ჯარიმა დაწესდება
პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე ჯარიმა დაწესდება
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ქართულ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული სასჯელი სხვა ქვეყნების ან კავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფაზე. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T16:31+0400
2021-07-21T16:31+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713846_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_2097dfbab84c0db41f9e21c7df813277.jpg.webp
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს პარტნიორების სიმბოლიკას, პირს დაეკისროს კონკრეტული ჯარიმა ან, განმეორების შემთხვევაში – მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული პატიმრობა", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედის დასრულების შემდეგ.ქვეყნის სიმბოლოების ეფექტური დაცვის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც „ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა“ 5-6 ივლისს თბილისში ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, მათ შორის ის, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშა აღმართა>>საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში ამჟამად ისჯება სახელმწიფო დროშისა და გერბის ხელყოფა. სასჯელი ნახევარი წლიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210712/sasjeli-qveynis-simbolikis-xelyofaze-SeiZleba-gamkacrdes-252296017.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713846_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_b6aead6a19137df8b807f65868141869.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პარტნიორი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე ჯარიმა დაწესდება
16:31 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ამ ეტაპზე ქართულ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული სასჯელი სხვა ქვეყნების ან კავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფაზე.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.
„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს პარტნიორების სიმბოლიკას, პირს დაეკისროს კონკრეტული ჯარიმა ან, განმეორების შემთხვევაში – მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული პატიმრობა", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედის დასრულების შემდეგ.
- კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, დროშის დაზიანებისთვის 1.000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იმავე პირის მიერ იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი მოსამართლეს ექნება დისკრეცია – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.
ქვეყნის სიმბოლოების ეფექტური დაცვის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც „ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა“ 5-6 ივლისს თბილისში ორჯერ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, მათ შორის ის, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში ამჟამად ისჯება სახელმწიფო დროშისა და გერბის ხელყოფა. სასჯელი ნახევარი წლიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.