https://sputnik-georgia.com/20210721/luvri-dauficis-galerea-pornosaits-uCivian-252385179.html
სკანდალური ვიდეო: ლუვრი და უფიცის გალერეა პორნორესურსს შედევრების გაცოცხლებისთვის უჩივიან
სკანდალური ვიდეო: ლუვრი და უფიცის გალერეა პორნორესურსს შედევრების გაცოცხლებისთვის უჩივიან
Sputnik საქართველო
რესურსი Pornhub სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების ეროტიკული ვიდეო-გიდი Classic Nudes გამოუშვა. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T22:10+0400
2021-07-21T22:10+0400
2023-07-20T15:43+0400
ვიდეო
მულტიმედია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252385145_216:0:1722:852_1920x0_80_0_0_26d5e1cea33eb287ecbfe5e00518d53e.png
გავრცელებული ინფორმაციით, My Sweet Apple-ს პორნომსახიობებმა ლუვრისა და დ'ორსეს (პარიზი) მუზეუმების, ასევე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის, ლონდონის, უფიცისა (ფლორენცია) და პრადოს (მადრიდი) ეროვნული გალერეების კლასიკური შედევრები გააცოცხლეს.უფიცის გალერეა სასამართლოში უჩივის რესურსს, ვინაიდან ის „უნებართვოდ უწევს სექსუალურ ექსპლუატაციას კლასიკურ შედევრებს“, და მოითხოვს, რომ საიტიდან პორნომსახიობების მიერ გაცოცხლებული შედევრები აიღოს, რომლებმაც ამის გამო სულ სხვაგვარი დატვირთვა შეიძინეს.გალერეა აღაშფოთა პრომო-ვიდეომ, რომელშიც პორნოინდუსტრიის ვეტერანი, 69 წლის ილონა სტალერი, იგივე ჩიჩოლინა ბოტიჩელის ვენერას როლში წარდგა მაყურებლის წინაშე. ეს შედევრი, სახელწოდებით „ვენერას დაბადება“ სწორედ უფიცის გალერეაშია დაცული.რაც შეეეხება ლეგენდარულ ლუვრს, მუზეუმის აღშფოთების მიზეზად უცნობი მხატვრის ტილოს – „გაბრიელ დ'ესტრისი და მისი ერთ-ერთი დის“ ინტერპრეტაცია იქცა, რომელიც პორნოსაიტზე აღწერილია როგორც „შუა საუკუნეების სკეიტბორდისტი“. ფრანგებმა რესურსს ასევე შედევრების არასანქცირებული გამოყენების გამო უჩივლეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252385145_291:0:1647:852_1920x0_80_0_0_f5286cc30ceaa022dcb45a3ddf574bf6.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
სკანდალური ვიდეო: ლუვრი და უფიცის გალერეა პორნორესურსს შედევრების გაცოცხლებისთვის უჩივიან
22:10 21.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) რესურსი Pornhub სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების ეროტიკული ვიდეო-გიდი Classic Nudes გამოუშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, My Sweet Apple-ს პორნომსახიობებმა ლუვრისა და დ'ორსეს (პარიზი) მუზეუმების, ასევე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმის, ლონდონის, უფიცისა (ფლორენცია) და პრადოს (მადრიდი) ეროვნული გალერეების კლასიკური შედევრები გააცოცხლეს.
უფიცის გალერეა სასამართლოში უჩივის რესურსს, ვინაიდან ის „უნებართვოდ უწევს სექსუალურ ექსპლუატაციას კლასიკურ შედევრებს“, და მოითხოვს, რომ საიტიდან პორნომსახიობების მიერ გაცოცხლებული შედევრები აიღოს, რომლებმაც ამის გამო სულ სხვაგვარი დატვირთვა შეიძინეს.
გალერეა აღაშფოთა პრომო-ვიდეომ, რომელშიც პორნოინდუსტრიის ვეტერანი, 69 წლის ილონა სტალერი, იგივე ჩიჩოლინა ბოტიჩელის ვენერას როლში წარდგა მაყურებლის წინაშე. ეს შედევრი, სახელწოდებით „ვენერას დაბადება“ სწორედ უფიცის გალერეაშია დაცული.
რაც შეეეხება ლეგენდარულ ლუვრს, მუზეუმის აღშფოთების მიზეზად უცნობი მხატვრის ტილოს – „გაბრიელ დ'ესტრისი და მისი ერთ-ერთი დის“ ინტერპრეტაცია იქცა, რომელიც პორნოსაიტზე აღწერილია როგორც „შუა საუკუნეების სკეიტბორდისტი“. ფრანგებმა რესურსს ასევე შედევრების არასანქცირებული გამოყენების გამო უჩივლეს.