https://sputnik-georgia.com/20210721/imedo-fxakaZe-mwuxareba-RaribaSvili-252382884.html
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმედო ფხაკაძის სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T18:07+0400
2021-07-21T18:07+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/48/238894834_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_3585059b42726a6b25cdda99a3570959.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე 78 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.იმედო ფხაკაძე იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში თბილისის „ბურევესტნიკში“ (1962–1974) თამაშობდა. ის ასევე სსრკ ნაკრებში გამოდიოდა 1963 წლიდან 1971 წლამდე. იმედო ფხაკაძე მსოფლიოს სტუდენტთა თამაშებისა და სსრკ-ის ორგზის ჩემპიონია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23889/48/238894834_56:0:943:665_1920x0_80_0_0_42068fc4a669033df4017705fe4d5490.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18:07 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმედო ფხაკაძის სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანი ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე 78 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
„იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება. ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.
იმედო ფხაკაძე იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში თბილისის „ბურევესტნიკში“ (1962–1974) თამაშობდა. ის ასევე სსრკ ნაკრებში გამოდიოდა 1963 წლიდან 1971 წლამდე. იმედო ფხაკაძე მსოფლიოს სტუდენტთა თამაშებისა და სსრკ-ის ორგზის ჩემპიონია.