https://sputnik-georgia.com/20210721/Jurnalistebze-ZaladobisTvis-kidev-erTi-piri-daakaves-252379142.html
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 27 პირია დაკავებული. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T12:24+0400
2021-07-21T12:24+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231648_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_c282d7042cb34626bb1365ac1a1591eb.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორზე განხორციელებული ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიება 66 წლის მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისათვის 53 ადამიანს მიენიჭა. აქედან 47 ჟურნალისტია.
https://sputnik-georgia.com/20210720/5-ivlisis-movlenebi-dakavebuli-kidev-erTi-piri-252371083.html
https://sputnik-georgia.com/20210720/dazaralebulis-statusi-kidev-ramdenime-Jurnalists-mieniWa-252373505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231648_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_57a3503da877349902911c51d9595d76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
12:24 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) 5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 27 პირია დაკავებული.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორზე განხორციელებული ძალადობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს,
იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება 66 წლის მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს „ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, კერძოდ:
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;
• „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.
დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისათვის 53 ადამიანს მიენიჭა. აქედან 47 ჟურნალისტია.