https://sputnik-georgia.com/20210721/-Agile-Spirit-2021-----252381036.html
საქართველო Agile Spirit 2021-ის სამხედრო სწავლებისთვის ემზადება
საქართველო Agile Spirit 2021-ის სამხედრო სწავლებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T14:31+0400
2021-07-21T14:31+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837631_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_67834af6af3355e033159bedc9bd2436.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ნატოს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის („მტკიცე სული“) მასპინძლობისთვის ემზადება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლებაში, რომელიც ხუთ ლოკაციაზე გაიმართება, ალიანსის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული „ჰამერები“ (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა.ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და განთავსდებიან სწავლების გამართვის ლოკაციებზე – სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში.აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო.სწავლება Agile Spirit საქართველოში 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში პირველად დაიგეგმა საჰაერო–სადესანტო ოპერაცია ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით. გარდა ამისა, სორტას პოლიგონზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი ოპერაცია გაიმართება.წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.
https://sputnik-georgia.com/20210326/pirveli-qveiti-brigadis-batalioni-wvrtnebs-gadis-251277940.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251837631_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_50eae35144ebc5cb776aea6fedcfbe0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
საქართველო Agile Spirit 2021-ის სამხედრო სწავლებისთვის ემზადება
14:31 21.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ნატოს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის („მტკიცე სული“) მასპინძლობისთვის ემზადება,
ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლებაში, რომელიც ხუთ ლოკაციაზე გაიმართება, ალიანსის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული „ჰამერები“ (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და განთავსდებიან სწავლების გამართვის ლოკაციებზე – სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში.
აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსების და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო.
სწავლება Agile Spirit საქართველოში 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში პირველად დაიგეგმა საჰაერო–სადესანტო ოპერაცია ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით. გარდა ამისა, სორტას პოლიგონზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი ოპერაცია გაიმართება.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.