ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ჯერ ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
კახეთში ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ პირველ მაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0