ნათია თურნავა: ვაქცინაციის გარეშე ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია

© photo: Pixabay / whitesessionექიმი ცრის პაციენტს
ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დღეში მინიმუმ 20–30 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„ყველას მოვუწოდებ, არ უგულებელყოს შესაძლებლობა, რომ თვითონაც დაიცვას თავი, დაიცვას ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ერჩის, და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია ეკონომიკის აღდგენის კუთხით და შესაძლოა 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდითაც კი დასრულდეს. და ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს – პანდემიაა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ღარიბაშვილი: 2.616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება
მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას მარტო ძალიან გაუჭირდება ვაქცინაციის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა, თუ მას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ უზრუნველვყავით ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩატარდეს. ასევე ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით>>
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0