„მოვწევ და გავალთ“ – ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს

ტაქსის მძღოლი სიგარეტის მოწევისას
ტაქსის მძღოლი სიგარეტის მოწევისას - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ მოწევასთან ბრძოლის არსებული ზომები, რომელთა თანახმადაც დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა კანონით იკრძალება, არასაკმარისია. ამ დროისათვის განიხილება ტაქსებში მოწევის აკრძალვის ინიციატივა.
რაღა თქმა უნდა, ეს მწეველ მგზავრებს დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მათ მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მოუწევთ მოთმინების გამოჩენა.
უფრო ცუდადაა საქმე მწეველი მძღოლების შემთხვევაში. იჯდება თუ არა მანქანაში მგზავრი, მნიშვნელობა არ აქვს — თუ პოლიცია მძღოლს სალონში მოწევაზე წაასწრებს, ჯარიმას ვერ გადაურჩება.
ყველა ახალი ამბავი
0