საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

© photo: Georgian Heritage / FBყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი თომა მალეელი
მცხეთა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი
ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.
ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).
ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.
ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი
წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე
წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.
წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საეკლესიო კალენდარი: 14 ივლისი
წმიდა მოწამე ევანგელე
წმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0