გარგარი – რა სამკურნალო თვისებები აქვს და ვის ეკრძალება მისი მიღება

© Pixabay / stevepbგარგარი
გარგარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
გარგარი – ეს უგემრიელესი და ამავე დროს სასარგებლო ხილი ბუნების ნამდვილი საჩუქარია. ის მდიდარია არაერთი ვიტამინით, მინერალური და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
გარგარი ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გაჩენის პროფილაქტიკური საშუალება, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ტვინის აქტიურობას. გარგარის კურკის გულს ხშირად იყენებენ, როგორც ამოსახველებელ და დამამშვიდებელ საშუალებას ხველების, ბრონქიტისა და ლარინგიტის დროს. ასევე აქტიურად მოქმედებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
თუმცა, შესაძლოა ხილის გადაჭარბებული დოზით მიღებამ გარკვეული გართულებები გამოიწვიოს. რა ასაკიდან და რა დოზით უნდა მივცეთ გარგარი ბავშვებს, რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ხილის მიღებამ და როგორია ნორმა ბავშვებში, ამის შესახებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.
გარგარის სასარგებლო თვისებები
გარგარი ნამდვილი საზაფხულო ხილია – მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით. გარგარის ნაყოფი უხვად შეიცავს წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ეს კი პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ და თანაც ზაფხულში.
თუ თქვენ სამ ცალ გარგარს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ A ვიტამინის დღიური დოზის 30% მიიღეთ. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვისაა აუცილებელი რკინასთან ერთად, რომელიც ასევე შედის გარგარის შემადგენლობაში. 
გარდა ამისა, ეს მზისფერი ხილი C ვიტამინის წყაროცაა. გარგარი მდიდარი მინერალური შემადგენლობითაც განსაკუთრებულია. რკინასთან ერთად ის კალციუმს, ფოსფორს შეიცავს, რაც კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბებაში ეხმარება ბავშვს.
ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით – ეს ნივთიერებები უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.
მსხალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
მსხალი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო, მრავალი დაავადების მკურნალი
გარგარი, როგორც შეკრულობის წამალი
თუ დააკვირდებით, გარგარის მიღების შემდეგ მანამდე შეკრულობისადმი მიდრეკილ პატარას ნაწლავთა მოქმედება მედიკამენტის გარეშეც უწესრიგდება. ეს იმიტომ, რომ გარგარში დიდი რაოდენობით კალიუმი, პექტინები და საკვები ბოჭოებია. გარდა ამისა, ის მდიდარია ფერმენტირებადი ოლიგო-, მონო- და დისაქარიდებით, რაც ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების განვითარება-გამრავლებას უწყობს ხელს.
ჯადოსნური ნივთიერებების საბადო
გაიცანით ანთოციანინები და კუმარინის მჟავა, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს უყვართ, მათ ხომ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღდმეგო ეფექტები აქვთ. კუმარინის მჟავა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
კიდევ ერთი ჯადოსნური ნივთიერება ლიკოპენია – ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.
საზამთრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
როგორ ამოვიცნოთ მწიფე და ტკბილი საზამთრო: მარტივი ნიშნები
რა უნდა გავითვალისიწინოთ
გარგარი შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს 6-7 თვიდან. Environmental working group (EWG)-ის მიხედვით, გარგარს არ აქვს პესტიციდებით დაბინძურების საფრთხე, ამიტომ ორგანული პროდუქტის შერჩევის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც სხვა ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში.
გახსოვდეთ, გარგარს კვებითი ალერგიის გამოწვევა შეუძლია და ალერგიულ პატარებში მის მიცემამდე აუცილებლად გაესაუბრეთ პედიატრს.
დიდი რაოდენობით გარგარის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები და ნაწლავთა აშლილობა. ამიტომ სიფრთხილე ყველა შემთხვევაში აუცილებელია.
 
ყველა ახალი ამბავი
0