https://sputnik-georgia.com/20210720/delta-StamiT-kidev-erTi-bavSvi-dagradicvala-252369225.html
ციციშვილის კლინიკაში „დელტა“ შტამით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში „დელტა“ შტამით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა... 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T12:51+0400
2021-07-20T12:51+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა, მას ე.წ. „დელტა“ („ინდური“) შტამი ჰქონდა დადასტურებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ციციშვილის კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.ბავშვი აფხაზეთიდან თბილისში 1 ივლისს სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადმოიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.„ჩვილს კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.ეს უკვე მეორე ახალშობილია, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ კლინიკაში სამი კვირის ჩვილი გარდაიცვალა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს>>ამ დროისათვის მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 ბავშვი მკურნალობს.საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტების განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება ამას თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება, ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 390.945 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 367.130 ადამიანი, გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.
https://sputnik-georgia.com/20210716/COVID-19-bavSvebSi-Tavisufali-sawolebi-TiTqmis-aRar-aris-252343098.html
https://sputnik-georgia.com/20210713/gamyreliZe-delta-Stami-bavSvebs-azianebs-252306820.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ციციშვილის კლინიკაში „დელტა“ შტამით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა
12:51 20.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა თაობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა, მას ე.წ. „დელტა“ („ინდური“) შტამი ჰქონდა დადასტურებული, იუწყება ტელეკომპანია „
იმედი“.
ციციშვილის კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ბავშვი აფხაზეთიდან თბილისში 1 ივლისს სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადმოიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ჩვილს კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.
ეს უკვე მეორე ახალშობილია, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ კლინიკაში სამი კვირის ჩვილი გარდაიცვალა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ მესამე ახალშობილს, რომელიც ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამ დროისათვის მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 ბავშვი მკურნალობს.
საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. სპეციალისტების განცხადებით, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.
პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება ამას თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება, ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 390.945 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 367.130 ადამიანი, გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.