როგორ აღინიშნება ყურბან-ბაირამი სხვადასხვა ქვეყანაში – ფოტო
14:54 20.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023)
გამოწერა
ყურბან-ბაირამი ჰაჯის დასრულებას მოასწავებს, ის რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ნახეთ ფოტოკადრები, როგორ აღინიშნება დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ყურბან-ბაირამი — „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“ — ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულია. წელს ის 20 ივლისს იწყება და ტრადიციულად სამი დღე გასტანს.
ყურბან-ბაირამი დაკავშირებულია ბიბლიურ თქმულებასთან — აბრაამის მიერ წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ ისლამურ სამყაროშია გავრცელებული.
აღსანიშნავია, რომ ძველ ტფილისში მუსლიმი მოსახლეობა ასევე სამი დღე ზეიმობდა ყურბან-ბაირამს, როდესაც ცხვარ-ძროხას კლავდნენ, ფლავს ხარშავდნენ და ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს უმასპინძლდებოდნენ. სავარაუდოდ, აქედან უნდა იყოს გავრცელებული გამოთქმა „ბაირამობა“, ანუ დროსტარება.
© AP Photo / Mahmoud Illeanიერუსალიმელი მორწმუნეები ძველ ქალქში ყურბან-ბაირამს ზეიმობენ
1/12
© AP Photo / Mahmoud Illean
იერუსალიმელი მორწმუნეები ძველ ქალქში ყურბან-ბაირამს ზეიმობენ
© REUTERS / Lisa Marie Davidმუსლიმი ქალი კატით ხელში ცისფერ მეჩეთში ყურბან-ბაირამის დილის ლოცვის შემდეგ. ქალაქი თაგიგი, ფილიპინები
მუსლიმი ქალი კატით ხელში ცისფერ მეჩეთში ყურბან-ბაირამის დილის ლოცვის შემდეგ. ქალაქი თაგიგი, ფილიპინები
© AP Photo / Rahmat Gulღვთისმსახური შეიარაღებული მცველების თანხლებით ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ქაბული
3/12
© AP Photo / Rahmat Gul
ღვთისმსახური შეიარაღებული მცველების თანხლებით ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ქაბული
© REUTERS / Ammar Awad პალესტინელები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ იერუსალიმის ტაძრის მთაზე
პალესტინელები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ იერუსალიმის ტაძრის მთაზე
© REUTERS / Thaier Al-Sudaniერაყელი მორწმუნეები ყურბან-ბაირამზე - ბაღდადი, ერაყი
ერაყელი მორწმუნეები ყურბან-ბაირამზე - ბაღდადი, ერაყი
© REUTERS / Mohamed Abd El Ghanyბავშვები ბუშტებს უშვებენ ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ქაიროში
ბავშვები ბუშტებს უშვებენ ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ქაიროში
© REUTERS / SANAსირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ყურბან-ბაირამის ლოცვაზე ჰომსის მეჩეთში
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ყურბან-ბაირამის ლოცვაზე ჰომსის მეჩეთში
© AP Photo / Sayyid Abdul Azimღვთისმსახურება ყურბან-ბაირამის დროს - კენია, ნაირობი
8/12
© AP Photo / Sayyid Abdul Azim
ღვთისმსახურება ყურბან-ბაირამის დროს - კენია, ნაირობი
© REUTERS / Antara Foto/Raisan Al Farisiყურბან-ბაირამი დასავლეთ იავაზე - ინდონეზიელი მუსლიმები
ყურბან-ბაირამი დასავლეთ იავაზე - ინდონეზიელი მუსლიმები
© AP Photo / Mucahid Yapiciყურბან-ბაირამი სტამბოლში
10/12
© AP Photo / Mucahid Yapici
ყურბან-ბაირამი სტამბოლში
© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშინოვოსიბირსკელი მუსლიმები სამსხვერპლო ცხვარს იჭერენ
ნოვოსიბირსკელი მუსლიმები სამსხვერპლო ცხვარს იჭერენ
მუსლიმები მოსკოვის მეჩეთში