https://sputnik-georgia.com/20210719/zapxulis-periodshi-shida-reisebis-sixshire-gaizarda-252362149.html
ზაფხულის პერიოდში შიდა რეისების სიხშირეც გაიზარდა
ზაფხულის პერიოდში შიდა რეისების სიხშირეც გაიზარდა
Sputnik საქართველო
ივლისსა და აგვისტოში მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T17:52+0400
2021-07-19T17:52+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/47/236854743_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_4b05ef5399e27c5705a119bf9fb42c67.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შიდა ავიარეისების სიხშირე ნატახტარი–მესტია–ნატახტარი და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით იზრდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.უწყების განცხადებით, ავიარეისების სიხშირის გაზრდა მაღალმთიან სვანეთსა და აჭარის რეგიონში ტურისტების გაზრდილი რაოდენობითაა გამოწვეული.ნატახტარი–მესტია–ნატახტარის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ხუთჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. თბილისი–ბათუმი–თბილისის რეისები კი კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს. „მაღალმთიან რეგიონებსა და აჭარაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო შიდა რეისების სუბსიდირებას ახორციელებდა. ყოველვე ამას კოორდინაციას უწევს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. რამდენადაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სეზონის განმავლობაში დადებითი ტენდენცია გვქონდა და ზაფხულის პერიოდში რეისების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.ნატახტრიდან მესტიამდე თვითმფრინავით მგზავრობას 50 წუთი, თბილისიდან ბათუმამდე კი ერთი საათი სჭირდება. თბილისიდან ბათუმამდე ბილეთის ღირებულება 125 ლარს, ხოლო ნატახტარი–მესტიის რეისზე 90 ლარს შეადგენს.საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, 1 თებერვლიდან აღადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210716/aviakompaniebi-frenebis-sixSires-zrdian-252344037.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/47/236854743_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_33134ebc82e65a321cb38326004138d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ზაფხულის პერიოდში შიდა რეისების სიხშირეც გაიზარდა
17:52 19.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ივლისსა და აგვისტოში მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შიდა ავიარეისების სიხშირე ნატახტარი–მესტია–ნატახტარი და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით იზრდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ავიარეისების სიხშირის გაზრდა მაღალმთიან სვანეთსა და აჭარის რეგიონში ტურისტების გაზრდილი რაოდენობითაა გამოწვეული.
ნატახტარი–მესტია–ნატახტარის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ხუთჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. თბილისი–ბათუმი–თბილისის რეისები კი კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.
„მაღალმთიან რეგიონებსა და აჭარაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო შიდა რეისების სუბსიდირებას ახორციელებდა. ყოველვე ამას კოორდინაციას უწევს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. რამდენადაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სეზონის განმავლობაში დადებითი ტენდენცია გვქონდა და ზაფხულის პერიოდში რეისების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ნატახტრიდან მესტიამდე თვითმფრინავით მგზავრობას 50 წუთი, თბილისიდან ბათუმამდე კი ერთი საათი სჭირდება. თბილისიდან ბათუმამდე ბილეთის ღირებულება 125 ლარს, ხოლო ნატახტარი–მესტიის რეისზე 90 ლარს შეადგენს.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, 1 თებერვლიდან აღადგინა.