https://sputnik-georgia.com/20210719/suxiSvilebma-Sveicariis-festivalze-furori-noaxdines-252363627.html
„სუხიშვილებმა“ შვეიცარიის ფესტივალზე ფურორი მოახდინეს
„სუხიშვილებმა“ შვეიცარიის ფესტივალზე ფურორი მოახდინეს
Sputnik საქართველო
ამჯერად ქართული ცეკვის შესაშური ენერგიითა და საოცარი გრაციით ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის მაყურებელი მოიხიბლა 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T19:25+0400
2021-07-19T19:25+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24620/57/246205725_3:0:2047:1150_1920x0_80_0_0_b8d5dee8daca784bd2ea008265db052f.jpg
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ შვეიცარიაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (Verbier Classical Music Festival) ნამდვილი ფურორი მოახდინა.ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 1994 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად შვეიცარიის სამთო კურორტ ვერბიეში იმართება. ფესტივალი ერთ მოედანზე უყრის თავს უდიდეს ხელოვანებსა და ახალგაზრდა არტისტებს მთელი მსოფლიოდან.საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ფესტივალზე 18 ივლისს გამოვიდა და ორი კონცერტი გამართა. „სუხიშვილების“ დამფუძნებლებმა - ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს დააარსეს. ეს საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი იყო.დღეს მას სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა უძღვება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსია, დირექტორი კი - ნინო სუხიშვილი.ანსამბლში ჩატარდა ინოვაციური რეფორმა, რომელიც ახლოსაა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანსამბლი ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიას არ ღალატობს. ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24620/57/246205725_258:0:1791:1150_1920x0_80_0_0_65fb9f940473632531eb20ec54681116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„სუხიშვილებმა“ შვეიცარიის ფესტივალზე ფურორი მოახდინეს
19:25 19.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ამჯერად ქართული ცეკვის შესაშური ენერგიითა და საოცარი გრაციით ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის მაყურებელი მოიხიბლა
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ შვეიცარიაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (Verbier Classical Music Festival) ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 1994 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად შვეიცარიის სამთო კურორტ ვერბიეში იმართება. ფესტივალი ერთ მოედანზე უყრის თავს უდიდეს ხელოვანებსა და ახალგაზრდა არტისტებს მთელი მსოფლიოდან.
საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ფესტივალზე 18 ივლისს გამოვიდა და ორი კონცერტი გამართა.
„სუხიშვილების“ დამფუძნებლებმა - ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს დააარსეს. ეს საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი იყო.
დღეს მას სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა უძღვება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსია, დირექტორი კი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლში ჩატარდა ინოვაციური რეფორმა, რომელიც ახლოსაა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანსამბლი ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიას არ ღალატობს. ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.