https://sputnik-georgia.com/20210719/safrangeTSi-policiam-bavSvisTvis-Tavis-mokveTaSi-eWvmitanili-mokles-252361201.html
მოკლულია ბავშვისთვის თავის მოკვეთაში ეჭვმიტანილი: ოპერაცია საფრანგეთში
მოკლულია ბავშვისთვის თავის მოკვეთაში ეჭვმიტანილი: ოპერაცია საფრანგეთში
Sputnik საქართველო
პოლიციამ ეჭვმიტანილის ბინაში ჯერ მოზარდის ტომარაში ჩადებული ცხედარი, შემდეგ კი აბაზანაში მოკვეთილი თავიც იპოვა. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T15:49+0400
2021-07-19T15:49+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/54/238725449_0:163:1600:1063_1920x0_80_0_0_a5215a8b8e7ed5de484bd704bcd8b0ed.jpg
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ ტარასკონში ადგილობრივი მცხოვრები მოკლა დაკავებისას, რომელიც 13 წლის მოზარდისთვის თავის მოკვეთაში იყო ეჭვმიტანილი, იუწყება გამოცემა Le Parisien. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სავარაუდო მკვლელის კვალზე მაშინ გავიდნენ, როდესაც მარსელში მცხოვრებ, შინიდან გაქცეულ მოზარდს ეძებდნენ.როგორც ირკვევა, პოლიციამ ბიჭის უთავო ცხედარი წუხელ იპოვა ტარასკონში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) ერთ-ერთ სახლში, ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე. ცხედარი ტომარაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით მათ აბაზანაში მდგარ ვედროში ბავშვის მოკვეთილი თავიც იპოვეს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ნაწილობრივ შეჭმული იყო. 32 წლის ეჭვმიტანილი სახურავის გავლით გაექცა პოლიციას, თუმცა სამი საათის შემდეგ ის მეზობელ ქალაქ არლიში შენიშნეს. მან პოლიციისგან მიმალვა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.გავრცელებული ცნობით, მოკლულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიციიდან წყაროს ინფორმაციით, მას მოკლული ბავშვის ნაწილების შეჭმაც უცდია. პოლიციამ მის ბინაში სატანისტური კულტის ნივთებიც იპოვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/54/238725449_241:197:1396:1063_1920x0_80_0_0_d8b6d373bc83c59c90c20e08b7f51e54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოკლულია ბავშვისთვის თავის მოკვეთაში ეჭვმიტანილი: ოპერაცია საფრანგეთში
15:49 19.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პოლიციამ ეჭვმიტანილის ბინაში ჯერ მოზარდის ტომარაში ჩადებული ცხედარი, შემდეგ კი აბაზანაში მოკვეთილი თავიც იპოვა.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ ტარასკონში ადგილობრივი მცხოვრები მოკლა დაკავებისას, რომელიც 13 წლის მოზარდისთვის თავის მოკვეთაში იყო ეჭვმიტანილი, იუწყება გამოცემა Le Parisien.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სავარაუდო მკვლელის კვალზე მაშინ გავიდნენ, როდესაც მარსელში მცხოვრებ, შინიდან გაქცეულ მოზარდს ეძებდნენ.
როგორც ირკვევა, პოლიციამ ბიჭის უთავო ცხედარი წუხელ იპოვა ტარასკონში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) ერთ-ერთ სახლში, ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე. ცხედარი ტომარაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით მათ აბაზანაში მდგარ ვედროში ბავშვის მოკვეთილი თავიც იპოვეს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ნაწილობრივ შეჭმული იყო.
32 წლის ეჭვმიტანილი სახურავის გავლით გაექცა პოლიციას, თუმცა სამი საათის შემდეგ ის მეზობელ ქალაქ არლიში შენიშნეს. მან პოლიციისგან მიმალვა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, მოკლულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიციიდან წყაროს ინფორმაციით, მას მოკლული ბავშვის ნაწილების შეჭმაც უცდია. პოლიციამ მის ბინაში სატანისტური კულტის ნივთებიც იპოვა.