რა არის Smart Nail და რაში სჭირდებათ ქალებს მიკროჩიპი ფრჩხილზე? – ფოტო
რა არის Smart Nail და რაში სჭირდებათ ქალებს მიკროჩიპი ფრჩხილზე? – ფოტო
Sputnik საქართველო
სილამაზისა და მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ახალი ტრენდები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანია ჩიპი მოვლილ და ლამაზ ფრჩხილებში, რომელსაც ლაქის წასმის დროს აყენებენ. 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
წამყვან უცხოურ სილამაზის სალონებში, უმეტესად დუბაიში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი მომსახურება: ლაქის წასმის დროს კლიენტებს ფრჩხილზე უმონტაჟებენ მინიატურულ და რთულად შესამჩნევ ჩიპს.მსგავსი მაღალტექნოლოგიური ლაქის მფლობელებს განსაკუთრებული „სუპერშესაძლებლობები“ აქვთ: მათ ხელის მარტივი მოძრაობით შეუძლიათ ანგარიშსწორება, ციფრული „სავიზიტო ბარათის“ გადაცემა, მესენჯერის მონაცემების გადაგზავნა, ერთი თითით ელექტროსაკეტებიანი კარის გაღება და კიდევ სხვა მრავალი.
სილამაზისა და მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ახალი ტრენდები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანია ჩიპი მოვლილ და ლამაზ ფრჩხილებში, რომელსაც ლაქის წასმის დროს აყენებენ.
წამყვან უცხოურ სილამაზის სალონებში, უმეტესად დუბაიში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი მომსახურება: ლაქის წასმის დროს კლიენტებს ფრჩხილზე უმონტაჟებენ მინიატურულ და რთულად შესამჩნევ ჩიპს.
მსგავსი მაღალტექნოლოგიური ლაქის მფლობელებს განსაკუთრებული „სუპერშესაძლებლობები“ აქვთ: მათ ხელის მარტივი მოძრაობით შეუძლიათ ანგარიშსწორება, ციფრული „სავიზიტო ბარათის“ გადაცემა, მესენჯერის მონაცემების გადაგზავნა, ერთი თითით ელექტროსაკეტებიანი კარის გაღება და კიდევ სხვა მრავალი.
„ჭკვიანი ფრჩხილების“ მფლობელები შეძლებენ უკონტაქტო გადახდას, პირადი მონაცემების გაზიარებას და სხვა მრავალს. ამისათვის საჭიროა ფრჩხილის მიდება სმარტ-მოწყობილობებზე, რომლებსაც NFC მზარდაჭერა აქვთ
ასეთ ჩიპებს ჯერ არ შეუძლიათ დიდი ოდენობით მონაცემების შენახვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ინფორმაციის გაჟონვისგან დაცვა საკმაოდ მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი