https://sputnik-georgia.com/20210719/fxakaZe-gadadeT-swavlis-dawyeba-1-oqtombramde-252360938.html
ფხაკაძე: გადადეთ სწავლის დაწყება სკოლებში ოქტომბრამდე
ფხაკაძე: გადადეთ სწავლის დაწყება სკოლებში ოქტომბრამდე
Sputnik საქართველო
ექსპერტი საქართველოს მთავრობას ასევე ურჩევს – პანდემიის ახალი აფეთქების საშიშროების გამო არ ჩაკეტოს საზღვრები, არამედ ქვეყანამ ისწავლოს კორონავირუსთან ერთად... 19.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-19T15:43+0400
2021-07-19T15:43+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769261_0:84:1921:1164_1920x0_80_0_0_1b3b0c673e6199e3c8c97b7a8a111883.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოში სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდოს.როგორც ექსპერტი თავის Facebook-გვერდზე წერს, საჭიროა ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა და ფრთხილად მოქმედება.„სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან. სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% – დისტანციურად). გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება“, – განაცხადა ფხაკაძემ.პანდემიის დაწყებიდან საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შერეული მოდელი შესთავაზა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება.ექსპერტმა ასევე განმარტა, თუ როგორ ეფექტს იძლევა ჩინური ვაქცინა Sinovac. მისი თქმით, ამ ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველი 40 დღის შემდეგ ორჯერ მცირდება.„სინოვაკით“ სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში. ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60-70%-ს შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის“, – აღნიშნა ფხაკაძემ.ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, ამ ვაქცინით დაცვა 40 წელს ზემოთ პირებისთვის საკმაოდ დაბალია.„ზაფხულში „სინოვაკმა“ თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან „დელტა“ არ იყო ძალიან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან „სინოვაკით“ აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ („ფაიზერი“), იმიტომ რომ ივნის-ივლისში „სინოვაკით“ აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული“, – განმარტა ფხაკაძემ.ის მიიჩნევს, რომ Sinovac–ით ვაქცინირებულებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მესამე დოზაზე და უნდა აიცრან Pfizer-ით ჩინური ვაქცინა Sinovac-ით აცრიდან სამი თვის შემდეგ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac მიიღო.ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. აქედან ორივე დოზა 130.314-მა მოქალაქემ მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20210620/fxakaZe-welsac-baTumidan-daiwyeba-epidafeTqeba-252075670.html
https://sputnik-georgia.com/20210715/gabunia-vmsjelobT-vaqcinis-mesame-dozis-Taobaze-252330895.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769261_128:0:1791:1247_1920x0_80_0_0_546e9d7c21392ddb90fea153d02432b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ფხაკაძე: გადადეთ სწავლის დაწყება სკოლებში ოქტომბრამდე
15:43 19.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ექსპერტი საქართველოს მთავრობას ასევე ურჩევს – პანდემიის ახალი აფეთქების საშიშროების გამო არ ჩაკეტოს საზღვრები, არამედ ქვეყანამ ისწავლოს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოში სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდოს.
როგორც ექსპერტი თავის
Facebook-გვერდზე წერს, საჭიროა ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა და ფრთხილად მოქმედება.
„სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან. სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% – დისტანციურად). გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება“, – განაცხადა ფხაკაძემ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შერეული მოდელი შესთავაზა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება.
ექსპერტმა ასევე განმარტა, თუ როგორ ეფექტს იძლევა ჩინური ვაქცინა Sinovac. მისი თქმით, ამ ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველი 40 დღის შემდეგ ორჯერ მცირდება.
„სინოვაკით“ სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში. ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60-70%-ს შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის“, – აღნიშნა ფხაკაძემ.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, ამ ვაქცინით დაცვა 40 წელს ზემოთ პირებისთვის საკმაოდ დაბალია.
„ზაფხულში „სინოვაკმა“ თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან „დელტა“ არ იყო ძალიან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან „სინოვაკით“ აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ („ფაიზერი“), იმიტომ რომ ივნის-ივლისში „სინოვაკით“ აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული“, – განმარტა ფხაკაძემ.
ის მიიჩნევს, რომ Sinovac–ით ვაქცინირებულებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მესამე დოზაზე და უნდა აიცრან Pfizer-ით ჩინური ვაქცინა Sinovac-ით აცრიდან სამი თვის შემდეგ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac მიიღო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 357.106 ადამიანი. აქედან ორივე დოზა 130.314-მა მოქალაქემ მიიღო.