ისლამურ პრინციპებზე: ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Julia Troitskaya / გადასვლა მედიაბანკშიშეხვედრა კატარში
შეხვედრა კატარში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
კატარში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასა და „თალიბანს“ შორის მორიგი რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. ავღანეთის სამთავრობო და მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ კომპრომისს მიაღწევენ ყველა ავღანელის ინტერესებში ისლამური პრინციპების საფუძველზე, ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც მხარეებმა კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდისას მიიღეს.
შეიარაღებული მებრძოლები ავღანეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გორბანდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
„თავი შეიკავეთ ძალის გამოყენებისგან“ – SCO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
აღნიშნული კომუნიკე პრესკონფერენციაზე წაიკითხა ავღანეთის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა აბდულა აბდულამ.
„მხარეები შეთანხმდნენ – რაც შეიძლება სწრაფად მოძებნონ პრობლემის სამართლიანად და მტკიცედ გადაჭრის გზა. მათ გაცნობიერებული აქვთ კომპრომისის აუცილებლობა, რომელიც ავღანეთში მცხოვრები ყველა მამაკაცისა და ქალის ინტერესებსა და მოლოდინებს უპასუხებს ისლამური პრინციპების გათვალისწინებით“, − ნათქვამია დოკუმენტში.
კატარში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი ორდღიანი რაუნდი გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ცეცხლის მოკლევადიან შეწყვეტასა და ასევე ტყვეების გათავისუფლების თაობაზე, როგორც ამას შეხვედრის დაწყებამდე ვარაუდობდნენ დამკვირვებლები.
 
ყველა ახალი ამბავი
0