ევროპული კავშირის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები: ვინ რა მოისმინა მიშელთან შეხვედრაზე

© photo : courtesy of EU Delegation Georgiaშარლ მიშელი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები
შარლ მიშელი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მიმართ იყო – მათ მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტის ზედმიწევნით დაცვა.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ყველა ოპოზიციურ პარტიას 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა, ხოლო მათ, ვინც უკვე მოაწერა ხელი, შეახსენა, რომ აუცილებელია შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება.
შარლ მიშელი საქართველოში ყოველწლიურ კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. უფრო ადრე მან პირადად შეასრულა შუამავლის როლი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, და მისი ეგიდით 19 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ჯერ სასამართლო, შემდეგ – ფული: შარლ მიშელმა საქართველოს პირობა წამოუყენა
„ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ მისი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ მათ, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ.
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.
ლგბტ–საზოგადოების უფლებების დასაცავი მარშის ჩავარდნამ და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის გამო – მიუხედავად მათი რეკომენდაციებისა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეების დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.
მმართველი პარტია შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება: ღარიბაშვილის და მიშელის შეხვედრა დასრულდა
„შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრას მიშელთან შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა.
„ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას და მისი შესრულების პროცესს, იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დარღვევა არ დაუშვას.
„ევროკავშირისთვის სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ამ შეთანხმებაში, ამ რეფორმის განხორციელება არის 75 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფის აუცილებელი პირობა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნისადმი. ამიტომ, იმედი გვაქვს, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმებით გათვალისწინებული“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
შტატებმა ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა – „ოცნებამ“ დამნაშავეები იპოვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტისა და მისი განცხადებების შესახებ კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც.
„შარლ მიშელი ჩამოსულია ძალიან მკაცრი გზავნილებით რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რაც საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვამბობდით, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუწევდა შეთანხმებაზე ხელმოწერა. დღეს ეს უკვე თვალსაჩინოა, ძალიან მკაცრია მათ მიმართ გზავნილი, აქედან გამომდინარე, მოუწევთ გადათქვან ის, რასაც ამბობდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას, მისი თქმით, ყველა პარტნიორს წარედგინება დეტალური ინფორმაცია.
„ქართული ოცნება“ ასრულებდა თითოეულ პუნქტს, როდესაც იღებდა გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენ გვქონდა ზეპირი მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი აისახა კონკრეტულ ტექსტში და ჩვენ მივყვებით ამ ტექსტს, როდესაც ვასრულებთ მიშელის დოკუმენტს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე ჰყავს>>
12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან ექვსს მხარი დაუჭირა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ევროკავშირის დახმარება საეჭვოა - ევროკომისია ახალი მოსამართლეების დანიშვნით უკმაყოფილოა
მოსამართლეების დანიშვნამ საერთაშორისო პარტნიორების – ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკა დაიმსახურა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დამტკიცებით, რაც 19 აპრილს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაა.
მოსამართლეების დანიშვნის გამო თავისი უკმაყოფილება პირადად გამოთქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც ორშაბათს, საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის მხრიდან მაკროეკონომიკური დახმარების გამოყოფის პირობას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური