პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerსაპარლამენტო სხდომა
საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
მმართველმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ჩააგდო.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო ნორმის გამო, რომელიც ითვალისწინებს დეპუტატისთვის მანდატის მოხსნას იმ შემთხვევაში, თუ ამ დეპუტატმა სესიის სხდომათა ნახევარზე მეტი გააცდინა.
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
დავით ბაქრაძე ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა
კენჭისყრა მიმდინარეობდა სახელობით ფორმატში შემდეგი პარტიების დეპუტატებზე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, „დროა“.
„პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა „ფრაქცია ქართული ოცნება“ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კენჭისყრამდე.
კენჭისყრა გაიმართა 5-6 ივლისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლამდე, რომელსაც ოპოზიციამ მთელი რიგი კრიტიკული კითხვა მოუმზადა.
ოპოზიცია პარლამენტის სხდომებს პლენარული სესიის დაწყებიდან არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ბოიკოტის ნიშნად აცდენდა. ის პარლამენტში შევიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელისუფლებასთან შუამავლობით მომზადებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0