https://sputnik-georgia.com/20210718/germaniaSi-wyaldidobis-Sedegad-daRupulTa-raodenoba-156-mde-gaizarda-252352273.html
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
გადაუღებელი ნალექი გამოიწვია ციკლონმა „ბერნდი“. ბევრი რეგიონი დღემდე ელექტროენერგიისა და სატელეფონო კავშირის გარეშე რჩება. 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T12:47+0400
2021-07-18T12:47+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252341828_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_f695f2611d3b38f88d71a6d19ebd2673.jpg
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. გერმანიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა, იუწყება ტაბლოიდი Bild.დასავლეთ გერმანიის არვაილის რაიონში (რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარე) წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 110-ს, დაშავდა 670 ადამიანი, განაცხადეს კვირას ქალაქ კობლენცის პოლიციის სამმართველოში.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 133 დაღუპულის შესახებ.„ამ დროისთვის (კვირა, 04:30 საათი) უამინდობის შედეგად დაიღუპულია 110-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. პოლიციის სამმართველოში შევიდა ინფორმაცია 670 დაშავებულის შესახებ. ეს რიცხვიც შეიძლება გაიზარდოს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.კიდევ 45 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწაზე (შაბათის მდგომარეობით), ბავარიის მიწაზე ბერჰტესგადენის (Berchtesgaden) მუნიციპალიტეტში როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა.მუნიციპალიტეტის ბევრ რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის სატელეფონო კავშირი. უამინდობის გამო ბევრი გზა გადაკეტილია, მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მუნიციპალიტეტში მგზავრობისგან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/10/252341828_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_0b1e6ce95f7a04171e6d11751403e3bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
12:47 18.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) გადაუღებელი ნალექი გამოიწვია ციკლონმა „ბერნდი“. ბევრი რეგიონი დღემდე ელექტროენერგიისა და სატელეფონო კავშირის გარეშე რჩება.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. გერმანიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა, იუწყება ტაბლოიდი
Bild.
დასავლეთ გერმანიის არვაილის რაიონში (რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარე) წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 110-ს, დაშავდა 670 ადამიანი, განაცხადეს კვირას ქალაქ კობლენცის პოლიციის სამმართველოში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 133 დაღუპულის შესახებ.
„ამ დროისთვის (კვირა, 04:30 საათი) უამინდობის შედეგად დაიღუპულია 110-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. პოლიციის სამმართველოში შევიდა ინფორმაცია 670 დაშავებულის შესახებ. ეს რიცხვიც შეიძლება გაიზარდოს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კიდევ 45 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწაზე (შაბათის მდგომარეობით), ბავარიის მიწაზე ბერჰტესგადენის (Berchtesgaden) მუნიციპალიტეტში როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა.
მუნიციპალიტეტის ბევრ რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის სატელეფონო კავშირი. უამინდობის გამო ბევრი გზა გადაკეტილია, მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მუნიციპალიტეტში მგზავრობისგან.