მედიასაშუალებების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთიანი ეთერით მაუწყებლობას სამი ოპოზიციური ტელეარხი განახორციელებს.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მედიასაშუალებების ორგანიზებით შაბათს, 17 ივლისს 18:00 საათზე პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გაიმართება ჰეშთეგით #ლექSOSთვის.
მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს 5 ივლისის შემდეგ მართავენ. იმ დღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა და „მორალის დამცველებმა" ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, მასმედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. მათ შორის იყო სასტიკად ნაცემი „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
არეულობა თბილისში და დიპლომატიური შეტევა: რით არიან უკმაყოფილო ევროკავშირის ელჩები
აქციიდან ერთიანი ეთერით მაუწყებლობას სამი ტელევიზია განახორციელებს - „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“.
როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, მედიის წარმომადგენლები აპირებენ ეჭვქვეშ დააყენონ ლაშქარავას გარდაცვალების შსს-ს მიერ გასაჯაროებული შუალედური ვერსია.

ლაშქარავას გარდაცვალება

„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
დეკანოზი, რომელიც თბილისში კონტრაქციაზე ძალადობისკენ მოუწოდებდა, პოლიციაში დაიბარეს
ლექსო ლაშქარავას დედა აცხადებს, რომ მისი ვაჟი 5 ივლისს მომხდარი ცემის ფაქტამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის შვილის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს სტანდარტული მუხლია, როდესაც პოულობენ ცხედარს, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცენ.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
ჟურნალისტები და ოპერატორები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
„დაისაჯონ დამნაშავეები!“ – ჟურნალისტებმა შსს-სთან დუმილის აქცია გამართეს
შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის მოსახსნელად ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს-ს ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური