საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსზე მეტი იქნება
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 17–20 ივლისს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18–21 ივლისს დაფიქსირდება.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, აღნიშნავენ სააგენტოში და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0