რომელ საწარმოებს ანიჭებენ უპირატესობას უცხოელი ინვესტორები

© press-service of the Rural Development Agency of Georgiaახალი სამაცივრე მეურნეობა
ახალი სამაცივრე მეურნეობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
„საქსტატის“ ახალი მაჩვენებელი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საწარმოთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik.  საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა მოდის 11 წელს ზემოთ საწარმოებზე, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2021 წლის ივლისიდან „საქსტატმა“ დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნება საწარმოთა ასაკის მიხედვით. ამ მაჩვენებლის დამუშავება წარმოადგენს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში საწარმოთა ასაკის მიხედვით 2016-2020 წლებში (მლნ დოლარი) 
ასაკი (წლებში) 2016 წელი 2017 წელი 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი
1-5 185,7 183,3 206,7 220,9 134,9
6-10 371,3 331,5 220,1 260,4 - 73,4
11 და ზემოთ 1 001,7 1 440,9 839,4 755,3 517,7
უცნობია 93,9 22,6 40,1 74,1 37,7
მონაცემები გამოქვეყნდება ყოველკვარტალურად საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 52,9%-ით შემცირდა და 616,9 მლნ დოლარი შეადგინა.
 
ყველა ახალი ამბავი
0