https://sputnik-georgia.com/20210716/maka-zambaxidzis-umoklesi-kaba-252338279.html
მაკა ზამბახიძის უმოკლესი კაბა და უსექსუალურესი დეკოლტე - მომავალი ბებიის პიკანტური სტილი
მაკა ზამბახიძის უმოკლესი კაბა და უსექსუალურესი დეკოლტე - მომავალი ბებიის პიკანტური სტილი
Sputnik საქართველო
პანდემიამ კულტურის სფეროს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ამ დრომდე ვერ ხერხდება კონცერტებისა თუ კორპორატიული საღამოების ჩატარება. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T17:05+0400
2021-07-16T17:05+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251244180_0:251:1365:1019_1920x0_80_0_0_7a4733ff3465fa65e4fc6b3892090930.jpg
ვარსკვლავებმა თავი სხვადასხვა გასართობ გადაცემებზე მოიყარეს და მსმენელს საკუთარ რეპერტუარს ტელეეკრანებიდან სთავაზობენ. მიუხედავად ამისა, მაკა ზამბახიძე ზაფხულის სეზონისთვის დიდი შემართებით ემზადება და სექსუალური სამოსით პოზირებს.მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი – ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის ბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებულ ურთიერთობას გასული წლის თებერვალში ახადეს ფარდა. ცნობილი მომღერალი შარშან მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი მოგვიანებით დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ, რომელიც სულ მალე დედა გახდება.ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც წარმატებით ფლობს. გოგონა კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის. ამჟამად კი ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მღერის. მაკას და სალომეს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, როგორც მაკა აღნიშნავს, ის მამინაცვალთან უფრო მეგობრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251244180_0:123:1365:1147_1920x0_80_0_0_e2ea9f73abcc39ce4ad60cb92fff047e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
მაკა ზამბახიძის უმოკლესი კაბა და უსექსუალურესი დეკოლტე - მომავალი ბებიის პიკანტური სტილი
17:05 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) პანდემიამ კულტურის სფეროს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. ამ დრომდე ვერ ხერხდება კონცერტებისა თუ კორპორატიული საღამოების ჩატარება.
ვარსკვლავებმა თავი სხვადასხვა გასართობ გადაცემებზე მოიყარეს და მსმენელს საკუთარ რეპერტუარს ტელეეკრანებიდან სთავაზობენ. მიუხედავად ამისა, მაკა ზამბახიძე ზაფხულის სეზონისთვის დიდი შემართებით ემზადება და სექსუალური სამოსით პოზირებს.
მაკა ზამბახიძის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენი – ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მამაკაცი მომღერალზე შვიდი წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად დედის ბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებულ ურთიერთობას გასული წლის თებერვალში ახადეს ფარდა. ცნობილი მომღერალი შარშან მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ ეს სასცენო წყვილი მოგვიანებით დაიშალა. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ, რომელიც სულ მალე დედა გახდება.
ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლეც მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ ვის ჰგავს სალომე ნიჭით. ის მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც წარმატებით ფლობს. გოგონა კახა მამულაშვილის მიერ შექმნილ ბენდ „ნონ-სტოპში“ დედასთან ერთად მღერის. ამჟამად კი ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მღერის. მაკას და სალომეს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, როგორც მაკა აღნიშნავს, ის მამინაცვალთან უფრო მეგობრობს.