სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად მოგზაურობას იწყებს – დედა-შვილი თვითმფრინავში პოზირებს

© courtesy of Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ქართველმა შემსრულებელმა შვილთან ერთად ვოიაჟი დაიწყო. სოფო გოგონას ერთი წლის იუბილეს ელოდა, რათა პირველი ფრენა განეხორციელებინათ. დედა-შვილი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოდის?
ამჟამად სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა. ახლა კი, როგორც ჩანს, ქალიშვილთან ერთად მოგზაურობა დაიწყო. მისი მეგობრები მორიგ „სთორის“ ელიან, რათა გაარკვიონ, ის საქართველოში მოფრინავს თუ ამერიკული ოცნების ახდენას განაგრძობს.
ფეხმძიმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძე საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არავის ახსოვს. ტელევარსკვლავმა ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და სასურველ შედეგამდე სულ ერთი ნაბიჯი დარჩა. როგორც ჩანს, სოფო გაჩერებას აღარ აპირებს, მის სხეულს კი დაკლებული კილოგრამები სულ უფრო და უფრო ეტყობა.
სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გადაღებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გასული წლის აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
ყველა ახალი ამბავი
0