https://sputnik-georgia.com/20210715/pirveli-arxis-operatorze-Tavdasxma-braldebuls-patimroba-Seefarda-252331479.html
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებული გიორგი მაღრაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ოპერატორზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T20:15+0400
2021-07-15T20:15+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251600081_0:130:1280:854_1920x0_80_0_0_45fe1ba74da054052a48982ecde3ef53.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტზე 29 წლის გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.ტელეოპერატორს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ორივე თვალი დაუზიანეს, იგი ცალი თვალით დაბრმავდა და უცნობია შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს. თვალიაშვილის განმარტებით, იგი რამდენიმე ადამიანმა ალყაში მოაქცია და სცემა.გამოძიების ცნობით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა მას არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ „პირველი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.„არ განმიხორციელებია არავისზე თავდასხმა და არ გამიკეთებია არაფერი, რის გამოც მე უნდა მომისაჯონ“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.პოლიციამ ბრალდებული 14 ივლისს დააკავა. ამ ეტაპზე „პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული.მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210714/5-ivlisis-aqciaze-nacemi-oeratori-cali-TvaliT-dabrmavda-252321509.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251600081_0:50:1280:854_1920x0_80_0_0_a47e0f8df444c1006d6a598ce15b6799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
„პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
20:15 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ბრალდებული გიორგი მაღრაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ოპერატორზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტზე 29 წლის გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეოპერატორს 5 ივლისს თბილისის ცენტრში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ორივე თვალი დაუზიანეს, იგი ცალი თვალით დაბრმავდა და უცნობია შეძლებს თუ არა სამუშაოს დაუბრუნდეს. თვალიაშვილის განმარტებით, იგი რამდენიმე ადამიანმა ალყაში მოაქცია და სცემა.
გამოძიების ცნობით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა მას არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული ქმედებები.
პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ „პირველი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.
პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.
„არ განმიხორციელებია არავისზე თავდასხმა და არ გამიკეთებია არაფერი, რის გამოც მე უნდა მომისაჯონ“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.
პოლიციამ ბრალდებული 14 ივლისს დააკავა. ამ ეტაპზე „პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული.
მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.