https://sputnik-georgia.com/20210715/mkvleloba-gldanSi-SurisZiebis-niadagze-policiam-eWvmitanili-daakava-252330671.html
მკვლელობა გლდანში შურისძიების ნიადაგზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
მკვლელობა გლდანში შურისძიების ნიადაგზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
Sputnik საქართველო
მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია, ახალი დანაშაულისთვის მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T18:59+0400
2021-07-15T18:59+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/98/248789896_0:0:3181:1790_1920x0_80_0_0_932325001089404d8fa5727753f5a3c8.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გლდანის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.გამოძიებამ დაადგინა, რომ წუხელ ეჭვმიტანილმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა 30 წლის მამაკაცი და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.მასმედიის ინფორმაციით, ეს ოჯახური კონფლიქტი იყო: ბრალდებულმა თავისი დის საქმროს ესროლა.განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/98/248789896_450:0:3181:2048_1920x0_80_0_0_c945222a13a07cd685fd302be489b6d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მკვლელობა გლდანში შურისძიების ნიადაგზე – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
18:59 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია, ახალი დანაშაულისთვის მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გლდანის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია,
იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წუხელ ეჭვმიტანილმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა 30 წლის მამაკაცი და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მასმედიის ინფორმაციით, ეს ოჯახური კონფლიქტი იყო: ბრალდებულმა თავისი დის საქმროს ესროლა.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.