150-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / ფოტობანკში გადასვლასტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეულ კონკურსანტს კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კონკურსების გავლის საფუძველზე სახელმწიფო 150-ზე მეტ ახალგაზრდას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, შვიდ სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი უკვე დასრულდა. დაფინანსების მოსაპოვებლად ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა ორი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი.
2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:
  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 – 24 აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 – შვიდი აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 – ხუთი აპლიკანტი;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021 – სამი აპლიკანტი.
ამას გარდა, 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
  • სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) - 2021-2022 – 69 აპლიკანტი;
  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021 – შვიდი აპლიკანტი;
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021 – ხუთი აპლიკანტი.
ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად „ფულბრაიტის" სამაგისტრო პროგრამის კონკურსი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
თბილისის მერიამ სწავლა 5 ათასამდე სტუდენტს დაუფინანსა
მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებ-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1.000-ზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური