https://sputnik-georgia.com/20210714/veneciaSi-sakruizo-xomaldebi-veRar-Sevlen-252313747.html
ვენეციაში საკრუიზო ლაინერები ვეღარ შევლენ: ახალი კანონი დამტკიცებულია
ვენეციაში საკრუიზო ლაინერები ვეღარ შევლენ: ახალი კანონი დამტკიცებულია
Sputnik საქართველო
იუნესკომ კატეგორიულად მოითხოვა ვენეციის არხებში დიდი ხომალდების შესვლის აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია ქალაქის „შავ სიაში“ შეყვანით იმუქრებოდა 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T11:08+0400
2021-07-14T11:08+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24709/08/247090816_0:133:2048:1292_1920x0_80_0_0_6278e68133e5e041e82b3007e9b1b375.jpg
თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. დიდი ზომის ხომალდები, მათ შორის საკრუიზო გემები, ვეღარ შეძლებენ ჯუდეკას არხში გავლასა და ვენეციის სან-მარკოს მოედნის წინ ცურვას. შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, ნათქვამია მთავრობის საიტზე.იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ კი კანონს, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში, ისტორიული უწოდა.ამასთან კანონი ითვალისწინებს საკომპენსაციო ფონდის შექმნას იმ კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთის, რომლებიც ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალდებიან.აღსანიშნავია, რომ ივნისში იუნესკომ მოითხოვა, დაუყოვნებლივ აკრძალულიყო დიდი საკრუიზო ლაინერების შესვლა ლაგუნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავდა ვენეციის „შავ სიაში“ შეყვანას. ამ ჩამონათვალში შედის მსოფლიო მემკვიდრეობის ის ობიექტები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.როგორც სააგენტო Reuters-ი წერს წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ასეთმა ნეგატიურმა პერსპექტივამ აიძულა იტალიის მთავრობა, ემოქმედათ სწრაფად.აღინიშნება, რომ COVID-19-ის პანდემიამდე ვენეციაში მილიონობით ტურისტი ჩადიოდა საკრუიზო ხომალდებით. ამგვარი ლაინერებისგან წარმოქმნილი ტალღები კი ზიანს აყენებდა შენობების ფუნდამენტებს და ლაგუნის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24709/08/247090816_0:69:2048:1356_1920x0_80_0_0_9c84425a6f89bb8c8c72cd89b266d6e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ვენეციაში საკრუიზო ლაინერები ვეღარ შევლენ: ახალი კანონი დამტკიცებულია
11:08 14.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) იუნესკომ კატეგორიულად მოითხოვა ვენეციის არხებში დიდი ხომალდების შესვლის აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია ქალაქის „შავ სიაში“ შეყვანით იმუქრებოდა
თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. დიდი ზომის ხომალდები, მათ შორის საკრუიზო გემები, ვეღარ შეძლებენ ჯუდეკას არხში გავლასა და ვენეციის სან-მარკოს მოედნის წინ ცურვას. შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, ნათქვამია მთავრობის
საიტზე.
„ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ დავიცვათ ვენეციის ბუნება, ლანდშაფტი და ასევე მისი მხატვრულ-კულტურული მთლიანობა“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ.
იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ კი კანონს, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში, ისტორიული უწოდა.
- დოკუმენტში აღინიშნება, რომ აკრძალვა ვრცელდება იმ ხომალდებზე, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც შეესაბამება: ტონაჟი — 25 ათას ტონაზე მეტი, სიგრძე — 180 მეტრი ან სიმაღლე 35 მეტრზე მეტი.
ამასთან კანონი ითვალისწინებს საკომპენსაციო ფონდის შექმნას იმ კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთის, რომლებიც ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალდებიან.
აღსანიშნავია, რომ ივნისში იუნესკომ მოითხოვა, დაუყოვნებლივ აკრძალულიყო დიდი საკრუიზო ლაინერების შესვლა ლაგუნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავდა ვენეციის „შავ სიაში“ შეყვანას. ამ ჩამონათვალში შედის მსოფლიო მემკვიდრეობის ის ობიექტები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ასეთმა ნეგატიურმა პერსპექტივამ აიძულა იტალიის მთავრობა, ემოქმედათ სწრაფად.
აღინიშნება, რომ COVID-19-ის პანდემიამდე ვენეციაში მილიონობით ტურისტი ჩადიოდა საკრუიზო ხომალდებით. ამგვარი ლაინერებისგან წარმოქმნილი ტალღები კი ზიანს აყენებდა შენობების ფუნდამენტებს და ლაგუნის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.