დარბეული სავაჭრო ცენტრები, მაროდიორობა და მსხვერპლი: მძიმე კადრები სამხრეთ აფრიკიდან

გამოწერა
სამხრეთ აფრიკაში არეულობას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას მოჰყვა, უკვე 72 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გაიზარდა მაროდიორობის ფაქტები. ბოლო მონაცემებით, გაძარცული და დარბეულია 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი. დაღუპულთა უმეტესობა ჭყლეტას შეეწირა.
პოლიცია და სამხედროები ცდილობენ აღკვეთონ ძალადობის ფაქტები, თუმცა ქვეყანაში კვლავ რჩება არეულობის კერები.
პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ პერიოდად შეაფასა აპარტეიდის დასრულების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0