https://sputnik-georgia.com/20210714/dinamo-revanSisTvisemzadeba-252316287.html
ბაქოში მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო - თბილისის „დინამო" რევანშისთვის ემზადება
ბაქოში მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო - თბილისის „დინამო" რევანშისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
„დინამომ" პირველი შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:2 დათმო. წარმატების მისაღწევად კახა ცხადაძის შეგირდებს მინიმუმ ერთბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მართებთ. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T13:57+0400
2021-07-14T13:57+0400
2021-10-19T18:01+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252315546_0:63:1920:1148_1920x0_80_0_0_63bb8e7c0316aca134b5d24d59d80281.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო" დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს.კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მატჩს ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქსელ არენაზე" გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება თბილისში ბაქოელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1).შეხვედრის წინ თბილისის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. ცხადაძემ აღნიშნა, რომ დაძაბული შეხვედრის მოლოდინშია და „დინამო" ამჯერად მეტოქე გუნდის სუსტი მხარეების სათავისოდ გამოყენებას ეცდება.აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს. შესაბამისად, „დინამოელებს" ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ, რა შემთხვევაშიც მატჩი დამატებით დროში გადაინაცვლებს.თბილისის „დინამოსა" და ბაქოს „ნეფთჩის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ჩემპიონ „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. დამარცხებული გუნდი კი „კონფერენსლიგაში" გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე ჰაიფას „მაკაბისა" და ალმათის „ქაირათის" წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
https://sputnik-georgia.com/20210707/Tbilisis-dinamo-uefas-CempionTa-ligaSi-baqos-nevTCisTan-damarcxda-252248573.html
https://sputnik-georgia.com/20210713/kaxa-kalaZe-baqoSi-Tbilisis-donamos-matCs-daeswreba-252311909.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252315546_0:2:1920:1209_1920x0_80_0_0_4509b7bf18feefd52643f1397a16c960.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ბაქოში მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო - თბილისის „დინამო" რევანშისთვის ემზადება
13:57 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) „დინამომ" პირველი შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:2 დათმო. წარმატების მისაღწევად კახა ცხადაძის შეგირდებს მინიმუმ ერთბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მართებთ.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო" დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მატჩს ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქსელ არენაზე" გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება თბილისში ბაქოელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1).
შეხვედრის წინ თბილისის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. ცხადაძემ აღნიშნა, რომ დაძაბული შეხვედრის მოლოდინშია და „დინამო" ამჯერად მეტოქე გუნდის სუსტი მხარეების სათავისოდ გამოყენებას ეცდება.
„ძალიან საინტერესო და ბევრად დაძაბული თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. როგორც ჩვენ, ისე მეტოქეც ეცდება, რომ გამოიყენოს ის სუსტი მხარეები, რაც პირველ თამაშში გამოჩნდა", - განაცხადა ცხადაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს. შესაბამისად, „დინამოელებს" ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ, რა შემთხვევაშიც მატჩი დამატებით დროში გადაინაცვლებს.
თბილისის „დინამოსა" და ბაქოს „ნეფთჩის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ჩემპიონ „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. დამარცხებული გუნდი კი „კონფერენსლიგაში" გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე ჰაიფას „მაკაბისა" და ალმათის „ქაირათის" წყვილში დამარცხებულს შეხვდება.