https://sputnik-georgia.com/20210712/raze-isaubres-saxalxo-damcvelma-da-prezidentma-daxurul-kars-miRma-252298438.html
რაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა
რაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა
Sputnik საქართველო
საქართველოში გუშინ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T19:30+0400
2021-07-12T19:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_cdcd692d0dd774462a9d72de5c5c2814.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა - საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, განაცხადა ომბუდსმენმა.არეულობა დედაქალაქში 5 ივლისს მოხდა, როდესაც ლგბტ-თემის საწინააღმდეგოდ გამოსული ადამიანები ჟურნალისტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს.„ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ, ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს. ასევე, ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით, ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.მისი თქმით, პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა და არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს.„ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო“, - განაცხადა ლომჯარიამ.სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციას.„ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანური უფლებების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის თავდასხმის 20-ზე მეტი შემსრულებელია დაკავებული. მათი უმრავლესობა განაჩენს საპატიმროში დაელოდება.თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20210712/gardamavali-mTavroba-da-vadamdeli-arCevnebi-xazaraZe-krizisidan-gamosavals-sTavazobs-252297419.html
https://sputnik-georgia.com/20210712/ilia-meore-vloculobT-leqsosTvis-252296710.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f06f4e49dd518cef651a6f837c768e0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა
19:30 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოში გუშინ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის
ვებგვერდზე.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა - საუბარი შეეხო ყველა მნიშვნელოვან საკითხს, განაცხადა ომბუდსმენმა.
არეულობა დედაქალაქში 5 ივლისს მოხდა, როდესაც ლგბტ-თემის საწინააღმდეგოდ გამოსული ადამიანები ჟურნალისტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს.
„ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ, ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს. ასევე, ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით, ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა და არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციას.
„ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანური უფლებების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის თავდასხმის 20-ზე მეტი შემსრულებელია დაკავებული. მათი უმრავლესობა განაჩენს საპატიმროში დაელოდება.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.