მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი პარლამენტის შენობაში დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის წყალობით შევიდა, რომელმაც ჟურნალისტებს კარი შიგნიდან გაუღო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს და ადამიანის გარდაცვალებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
საქართველოს საპატრიარქო წუხს საზოგადოების პოლარიზაციის გამო
ორშაბათს, დილით მასმედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელდება. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხადარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა.
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალები, შესაბამისად, ისინი პროვოკაციებს აწყობენ და რევენ ქვეყანას. ყველაზე სამწუხაროა, რომ ისინი ამისთვის ადამიანის გარდაცვალებას იყენებენ. ოპოზიციის ქმედებები სხვა კომენტარებს არ საჭიროებს, ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს", – განაცხადა მდინარაძემ.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საერთო ჯამში სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა – „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. მათ სასტიკად გაუსწორდნენ და გაუნადგურეს აპარატურა. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.
ყველა ახალი ამბავი
0