https://sputnik-georgia.com/20210712/gaacine-da-moige-leqso-lashqarava-davit-kutaladze-252292681.html
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილეა – დეტალები
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილეა – დეტალები
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილე აღმოჩნდა. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T13:32+0400
2021-07-12T13:32+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252278710_0:0:2000:1130_1920x0_80_0_0_b5990feb1af939a8b0a7bf3588412365.jpg
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებული დავით კუტალაძე რამდენიმე წლის წინ ცნობილ შოუში „გააცინე და მოიგე“ მონაწილეობდა.სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაკავებულის ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე ამოიცნეს ცნობილი გადაცემის გმირი, რომელიც წლების წინ თანხის მოგებას იუმორით ცდილობდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.სწორედ ტელეკომპანია „TV პირველის“ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა 11 ივლისის დილით. ექსპერტიზა მისი გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252278710_0:0:2000:1258_1920x0_80_0_0_4fb9e203280d32a6f1f6aaaf19560dc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილეა – დეტალები
13:32 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ცემისთვის დაკავებული ცნობილი შოუს მონაწილე აღმოჩნდა.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებული დავით კუტალაძე რამდენიმე წლის წინ ცნობილ შოუში „გააცინე და მოიგე“ მონაწილეობდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაკავებულის ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე ამოიცნეს ცნობილი გადაცემის გმირი, რომელიც წლების წინ თანხის მოგებას იუმორით ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი – ტელეკომპანია „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.
სწორედ ტელეკომპანია „TV პირველის“ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა 11 ივლისის დილით. ექსპერტიზა მისი გარდაცვალების მიზეზებს სწავლობს.