https://sputnik-georgia.com/20210712/ashsh-saelcho-sakutar-moqalaqeebs-aprtxilebs-252296073.html
„მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას": აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
„მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას": აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა – მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის... 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T17:00+0400
2021-07-12T17:00+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252281967_0:130:1281:853_1920x0_80_0_0_b2c9beda376fbad9c4c7c3c8b03f99ba.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს თბილისის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.საელჩო დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამემამულეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.საქართველოში გუშინ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია. ლაშქარავა 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. ტელეოპერატორი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა. მასმედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ დღესაც გამართავენ – 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ლიდერები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ.არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.
https://sputnik-georgia.com/20210712/saxalxo-damcvelis-aparati-sagamoZiebo-uwyebebs-mimarTavs-252295406.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252281967_0:186:1045:843_1920x0_80_0_0_d73e3f1fe1d2534eb1f21c3ecd59cc5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
„მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას": აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
17:00 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოს დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა – მასმედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით მორიგ აქციას 18:00 საათზე მართავს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს თბილისის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საელჩო დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამემამულეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
„ხალხმრავლობაში შესაძლებელია შეიქმნას არაპროგნოზირებადი ვითარება, ადგილი ჰქონდეს დაპირისპირებას აქციაზე მყოფებსა და პოლიციას შორის, მაქსიმალურად მოერიდეთ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში გუშინ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია. ლაშქარავა 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. ტელეოპერატორი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა. მასმედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ დღესაც გამართავენ – 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ლიდერები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.