https://sputnik-georgia.com/20210711/velodebiT-operatoris-gardacvalebis-mizezebis-gamoZiebas-karl-harceli-252279873.html
„ველოდებით ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას“ - კარლ ჰარცელი
„ველოდებით ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას“ - კარლ ჰარცელი
Sputnik საქართველო
ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას, განაცხადა ელჩმა. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T16:55+0400
2021-07-11T16:55+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251148759_0:24:982:576_1920x0_80_0_0_4dc2c8dd7e6d8853cb11cd08fad04998.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას Twitter-ში გამოეხმაურა.ჰარცელმა გარდაცვლილის ოჯახსა და მედიის ყველა წარმომადგენელს სამძიმარი გამოუცხადა.ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან იმართება.მათ ოფისში შესვლა სცადეს, რაშიაც მათ პოლიციამ ხელი შეუშალა. აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
https://sputnik-georgia.com/20210711/saqarTvelos-prezidentma-gardacvlili-operatoris-ojaxi-moinaxula-252278778.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251148759_129:25:829:550_1920x0_80_0_0_3c8a568d96dad8661ce0f79ce2d08cfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
„ველოდებით ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას“ - კარლ ჰარცელი
16:55 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას, განაცხადა ელჩმა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას
Twitter-ში გამოეხმაურა.
ჰარცელმა გარდაცვლილის ოჯახსა და მედიის ყველა წარმომადგენელს სამძიმარი გამოუცხადა.
„ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორეო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, - დაწერა კარლ ჰარცელმა.
ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან იმართება.
მათ ოფისში შესვლა სცადეს, რაშიაც მათ პოლიციამ ხელი შეუშალა. აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.