გამოძიება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე: შსს-მ ვიდეოკადრები გაავრცელა

შსს - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
შსს-მ ყველას, ვინც ლექსო ლაშქარავასთან ბოლო დღეებში კონტაქტში იყო, თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მეგობარი, რომელთან ერთადაც ლაშქარავა შაბათს გადაადგილდებოდა, გამოკითხვაზე იმყოფება.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახი მოინახულა
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი კლინიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
„გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.
ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.
ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე“, - განაცხადა ჭელიძემ.
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
„ველოდებით ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას“ - კარლ ჰარცელი
მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და დააკონკრეტა, რომ ლაშქარავა მეგობართან ერთად საბურთალოზე და ორჯერ ფონიჭალაში იმყოფებოდა. მისი თქმით, გარდაცვალების ვერსიებს შორის ნარკოტიკების ზედოზირების ვერსიაც განიხილება.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ოფისში შეჭრას ცდილობს
ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას.
„ტვ პირველის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ვახტანგ წერეთლის თქმით, გარდაცვლილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დედა და დეიდები ექიმები არიან და მათი ვარაუდით, შესაძლოა მას გადატანილი ჭრილობებისა და ოპერაციის შედეგად თრომბოემბოლია განუვითარდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური