https://sputnik-georgia.com/20210711/Seiqmnas-leqsos-sia-ra-iniciativiT-gamovida-nika-gavramia-252283640.html
შეიქმნას „ლექსოს სია“: რა ინიციატივით გამოვიდა ნიკა გვარამია
შეიქმნას „ლექსოს სია“: რა ინიციატივით გამოვიდა ნიკა გვარამია
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი განოვიდა წინადადებით, რომ პარლამენტში მოხდეს იმ ადამიანების სიის ინიცირება, რომლებიც 5 ივლისს თბილისში მომხდარ... 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T22:21+0400
2021-07-11T22:21+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252282529_0:130:1280:853_1920x0_80_0_0_247d36a67f5d437d40e964f30e68aa26.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლექსოს სიის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც ყველა ის ადამიანი უნდა აღმოჩნდეს, რომელიც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს ჟურნალისტებზე ძალადობასთან არის კავშირში.პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მიტინგზე მთავარი გამომსვლელები სწორედ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როცა დილით 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.ხელისუფლებას გადადგომისთვის ერთდღიანი ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიამ პერმანენტული აქციები დააანონსა.„მივმართავ ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს და ტელემაყურებლებსაც, არსებობს მაგნიცკის სია, მე ქართულ მედიას ვთავაზობ, ოპოზიციურ პარტიებს მივმართავ და ვთხოვ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოვახდინოთ ყველა დამნაშავის იდენტიფიკაცია, დაწყებული უმაღლესი ეშელონებიდან, დამთავრებული უკანასკნელი შემსრულებლით და მოვახდინოთ პარლამენტში „ლექსოს სიის“ ინიცირება, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც იქნება ამ სიაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისი თქმით, ეს სია დიპლომატიურ კორპუსსაც უნდა მიეწოდოს, რათა დამნაშავეებს არ მიეცეთ საქართველოს საზღვრების დატოვების შესაძლებლობა.ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.ცხედრის ექსპერტიზა უკვე დასრულდა, ექსპერტებმა რაიმე გემატომის ან თრომბოემბოლიის ნიშნები ვერ დააფიქსირეს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლექსო ლაშქარავასთვის თვალის არეში მიყენებული ტრავმა შესაძლოა ყოფილიყო მისი გარდაცვალების მიზეზი.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-cxedris-eqspertiza-dasrulda-252283210.html
https://sputnik-georgia.com/20210711/masmedia-xelsiuflebas-erTdRian-vadas-aZlevs-252282501.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252282529_0:48:1280:853_1920x0_80_0_0_34ef1c0ccc63ffdc993c275eee33cf48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
შეიქმნას „ლექსოს სია“: რა ინიციატივით გამოვიდა ნიკა გვარამია
22:21 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი განოვიდა წინადადებით, რომ პარლამენტში მოხდეს იმ ადამიანების სიის ინიცირება, რომლებიც 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებთან არიან კავშირში.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლექსოს სიის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც ყველა ის ადამიანი უნდა აღმოჩნდეს, რომელიც 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს ჟურნალისტებზე ძალადობასთან არის კავშირში.
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მიტინგზე მთავარი გამომსვლელები სწორედ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, როცა დილით 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.
ხელისუფლებას გადადგომისთვის ერთდღიანი ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიამ პერმანენტული აქციები დააანონსა.
„მივმართავ ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს და ტელემაყურებლებსაც, არსებობს მაგნიცკის სია, მე ქართულ მედიას ვთავაზობ, ოპოზიციურ პარტიებს მივმართავ და ვთხოვ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოვახდინოთ ყველა დამნაშავის იდენტიფიკაცია, დაწყებული უმაღლესი ეშელონებიდან, დამთავრებული უკანასკნელი შემსრულებლით და მოვახდინოთ პარლამენტში „ლექსოს სიის“ ინიცირება, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც იქნება ამ სიაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ეს სია დიპლომატიურ კორპუსსაც უნდა მიეწოდოს, რათა დამნაშავეებს არ მიეცეთ საქართველოს საზღვრების დატოვების შესაძლებლობა.
ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
ცხედრის ექსპერტიზა უკვე დასრულდა, ექსპერტებმა რაიმე გემატომის ან თრომბოემბოლიის ნიშნები ვერ დააფიქსირეს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლექსო ლაშქარავასთვის თვალის არეში მიყენებული ტრავმა შესაძლოა ყოფილიყო მისი გარდაცვალების მიზეზი.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.