„ქურდული სამყაროს“ 10 წარმომადგენელი განაჩენს ციხეში დაელოდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
გამოწერა
დაკავებულები აღიარებენ ქურდული სამყაროს ავტორიტეტს და ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ქურდულ გარჩევებს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სპეციალური საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული 25 პირიდან ათს პატიმრობა შეუფარდა.
პარასკევს გამართულ სხდომაზე სასამართლომ განიხილა 10 დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხი, დანარჩენ ბრალდებულებზე გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით საქართველოს 11 ქალაქში 25 პირი დააკავა
დაკავებულების ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლება, მაგრამ სასამართლომ მხარი ბრალდების მხარეს დაუჭირა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დასრულების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 25 ადამიანი, ორზე ძებნა გამოცხადდა, ხოლო კიდევ ოთხს ციხეში წაუყენეს ბრალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას. ბრალდებულები აღნიშნული ქმედებების შედეგად ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი.
შსს-ს მონაცემებით, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია და მათ ჰქონდათ მოწყობილი სპეციალური სივრცე, სადაც იმართებოდა ქურდული გარჩევები და დანაშაულის ორგანიზება მიმდინარეობდა.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
„ქურდული სხადნიაკი" და წილების გაყოფა: ქუთაისში სამი პირი დააკავეს
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ცხრა კრიმინალურ ავტორიტეტებთან. მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქმეში 100-მდე დაზარალებულია. მისივე თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
2018 წლიდან საქართველოში გამკაცრდა კანონმდებლობა კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლის კუთხით. ახლა დასჯადია არამარტო „ქურდული სამყაროს“ წევრობა, არამედ ქურდული შეკრება, გარჩევა და „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელთან დახმარებისთვის მიმართვა.
 
 
 
ყველა ახალი ამბავი
0