https://sputnik-georgia.com/20210710/pirobas-vdebT-qarTvelma-sportsmenebma-olimpiuri-fici-dades-252274374.html
პირობას ვდებთ: ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს
პირობას ვდებთ: ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
ფიცის ტექსტი ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა. ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს. 10.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-10T16:01+0400
2021-07-10T16:01+0400
2021-07-10T16:01+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251741499_0:89:3072:1825_1920x0_80_0_0_f0d5fd2640f6c21d431eaecade355464.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.ტოკიოს თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრების, ოლიმპიელთა და პარალიმპიელთა სახელით დავდო ფიცი. XXXII საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნის პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობას და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი“, - ნათქვამია ფიცის ტექსტში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა.სპორტსმენებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.„ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა, ასახელო საკუთარი თავი და შენი ხალხი, ასევე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ გზას ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ტოკიოსკენ. წარმატებები!“ - განაცხადა მან.სიტყვით გამოვიდა ასევე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ერთ-ერთი ოლიმპიელი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გზა გაიარა თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ოლიმპიადის ლიცენზიები მოგვეპოვებინა. წინ რთული შეჯიბრები გველის და როგორც ერთ-ერთი სპორტსმენი დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად მოვიპოვებთ ბევრ მედალს და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოქროს მედლებს მოიპოვებენ, პრიზის სახით თითო მილიონ ლარს მიიღებენ.გასულ ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა შვიდი მედალი აიღეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210710/ramxela-jildos-miiRebs-olimiuri-Cempioni-qarTveli-sportsmenebis-gacilebis-ceremonia-252273432.html
https://sputnik-georgia.com/20210705/saqarTvelom-tokios-olimpiadaze-kidev-sami-licenzia-moipova-252216793.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251741499_0:0:3072:1931_1920x0_80_0_0_e15c90b2531726911168a226417cd925.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
პირობას ვდებთ: ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს
ფიცის ტექსტი ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა. ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ტოკიოს თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრების, ოლიმპიელთა და პარალიმპიელთა სახელით დავდო ფიცი. XXXII საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნის პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობას და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი“, - ნათქვამია ფიცის ტექსტში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა.
სპორტსმენებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
„ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა, ასახელო საკუთარი თავი და შენი ხალხი, ასევე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ გზას ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ტოკიოსკენ. წარმატებები!“ - განაცხადა მან.
სიტყვით გამოვიდა ასევე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ერთ-ერთი ოლიმპიელი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გზა გაიარა თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ოლიმპიადის ლიცენზიები მოგვეპოვებინა. წინ რთული შეჯიბრები გველის და როგორც ერთ-ერთი სპორტსმენი დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად მოვიპოვებთ ბევრ მედალს და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოქროს მედლებს მოიპოვებენ, პრიზის სახით თითო მილიონ ლარს მიიღებენ.
გასულ ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა შვიდი მედალი აიღეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გასტანს.