5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ კიდევ რვა პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / ფოტობანკში გადასვლამოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან უკვე 15 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ კიდევ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე ორგანიზებულად ძალადობა იყო განსაკუთრებით მძიმე
კერძოდ, „ტვ პირველის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის პატიმრობა შეეფარდა ცოტნე ჩიხლაძეს, ბექარ მაისურაძეს, მუხრან დადვანს, თორნიკე ვიბლიანსა და ოთარ გელაშვილს; ხოლო „თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს - გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს.
აღსანიშნავია, რომ „პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოთი გამოშვებას ითხოვდა. ანალოგიური თხოვნით მიმართეს მოსამართლეს სხვა დაკავებულების ადვოკატებმა, მაგრამ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულთა ნაწილმა პროცესზე საკუთარი ბრალი ნაწილობრივ აღიარა და მომხდარში დაადანაშაულა თავად ჟურნალისტები და აქციაზე შექმნილი ემოციური ვითარება.
ჩიხლაძეს, მაისურაძეს, დადვანს, ვიბლიანსა და გელაშვილს ბრალი ედება ორი მუხლით: „ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა“, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვსა და გიორგი ელისბარაშვილს, ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
დუმილის აქცია. 6 ივლისი 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
როგორ ვითარდებოდა მოვლენები 5-6 ივლისს თბილისში - შსს-ს ვერსია
მათ ბრალად ედებათ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმ, უკანონოდ შეჭრა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანება და განადგურება. 
„ბრალდებულები, ამ ეტაპისთვის სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ძალადობრივი გზით შეიჭრნენ „თბილის პრაიდის“ ოფისში, განახორციელეს დარბევა, დააზიანეს ინვენტარი, ლგბტ თემის დროშა და ფლაერები. აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდნენ ძალადობით. აღნიშნული სწორედ ემსახურებოდა „თბილისი პრაიდისთვის“ სიტყვის, აზრის გამოხატვის ხელშეშლას“, – განაცხადა პროკურორმა, ნათია გურულმა.
თავად ბრალდებული გიორგი ოძელაშვილი კი აცხადებს, რომ მას ოფისი არ დაურბევია, მხოლოდ ლგბტ დროშა ჩამოხსნა.
„დროშა ავიღე, სხვა დანაშაული არ ჩამიდენია. ხელით დავეჯახე შუშას, ხელი გავიჭერი, შიგნით შევედი და გადავიბანე. ვცდილობდით კარიდან გავსულიყავით და რომ ვერ გავედით, ისევ აივნიდან ჩამოვედით. იმის გარდა, რომ ლგბტ დროშა ჩამოვხსენით და საქართველოს დროშა ჩამოვკიდეთ, სხვა დანაშაული არ ჩაგვიდენია და ავანაზღაურებთ“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ოძელაშვილმა.
პოლიცია აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი დააკავეს
ოძელაშვილის ადვოკატის, ანა ჟღენტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიმალვას არ ეცდებოდა და სასამართლო მის მიმართ ლოიალური უნდა იყოს.
„კადრებშიც ჩანს, რომ ეს ადამიანი არ შეჭრილა ოფისში. შეგვიძლია რეესტრიდან ამოვიღოთ ინფორმაცია, რომ ეს აივანი არ ეკუთვნის იმ ოფისს. ამ ადამიანების ციხეში გაშვება უფრო დაძაბავს სიტუაციას“, - განაცხადა ადვოკატმა.
შესაბამისად, ამ მომენტისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან უკვე 15 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური