https://sputnik-georgia.com/20210709/vin-gaxdeba-ceskos-tavmjdomare-komisiam-mushaoba-daasrula-252263503.html
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? – შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? – შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ორგანომ ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T13:40+0400
2021-07-09T13:40+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_0:238:2992:1921_1920x0_80_0_0_398d874091826a192477ad34d00a3a71.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.ცესკოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს პოსტი დატოვა. იგი საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოში კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. აღნიშნული თანამდებობების დაკავების მსურველთა დოკუმენტების მიღება 6 ივლისს დასრულდა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი, ხოლო წევრობის მსურველთა 17 კანდიდატიდან 16 გადავიდა.საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად ხუთი: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ იგი პროპორციული სისტემით ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
https://sputnik-georgia.com/20210707/ceskos-Tavmjdomaris-postze-rva-kandidati-ibrZolebs-252238516.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501650_477:227:2841:2000_1920x0_80_0_0_7fb9ddc1a8dee5c11a601ff8ba579e8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? – შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა
13:40 09.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საკანონმდებლო ორგანომ ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.
ცესკოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს პოსტი დატოვა. იგი საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოში კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
აღნიშნული თანამდებობების დაკავების მსურველთა დოკუმენტების მიღება 6 ივლისს დასრულდა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი, ხოლო წევრობის მსურველთა 17 კანდიდატიდან 16 გადავიდა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად ხუთი: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.
„პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა (კანდიდატების სია – რედ.). ამის შემდგომ პრეზიდენტი შეარჩევს ან არ შეარჩევს თითო ვაკანტურ პოზიციაზე ორ წევრს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად. ამით სამუშაო პროცესი ამოწურულია“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან.
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.
ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ იგი პროპორციული სისტემით ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.