https://sputnik-georgia.com/20210709/qeTevan-wamebulis-wminda-nawili-252269526.html
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
Sputnik საქართველო
ინდოეთის მთავრობამ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ქვეყნებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს გადმოსცა. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T21:36+0400
2021-07-09T21:36+0400
2023-08-17T19:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252269560_62:0:992:526_1920x0_80_0_0_195daffff0416baccc4a8e4d74ae34c2.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, და მან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ინდოეთის საგარეო უწების ხელმძღვანელი 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.აღსანიშნავია, რომ ინდოეთში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე.ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
https://sputnik-georgia.com/20170928/portugaliaSi-qetevan-dedoflis-gamopsaxulebiT-panos-restavracia-dasrulda-237529622.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252269560_109:0:945:526_1920x0_80_0_0_b0196f9b58b7d0c8f7d04752c3ff4e16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
21:36 09.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ინდოეთის მთავრობამ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ქვეყნებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს გადმოსცა.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, და მან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა,
ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ“, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ინდოეთის საგარეო უწების ხელმძღვანელი 10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.
28 სექტემბერი 2017, 19:39
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.