პარლამენტი 12 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში რიგი საკითხები, მათ შორის, პარლამენტის ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებები იქნება.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12 ივლისს გაიმართება, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სხდომაზე დეპუტატები რიგ საკითხებს, მათ შორის, პარლამენტის ეთიკის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პოლიტიკური ჯგუფების ჩართვას.
დღის წესრიგის თანახმად, ორშაბათს სხდომაზე კანონმდებლები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ.
სხდომის დღის წესრიგში სხვა საკითხები ჯერჯერობით შეტანილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0