https://sputnik-georgia.com/20210709/mecnierebi-caze-meore-mTvaris-gamoCenas-prognozireben-252267746.html
მეცნიერები ცაზე მეორე მთვარის გამოჩენას პროგნოზირებენ
მეცნიერები ცაზე მეორე მთვარის გამოჩენას პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
ასტროკოსმოსური ცენტრის სწავლულები ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აფეთქებას პროგნოზირებენ 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T20:32+0400
2021-07-09T20:32+0400
2021-07-09T19:22+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644394_0:43:3223:1864_1920x0_80_0_0_02f25bcaf25c20ccfdaed381850e34e6.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ვარსკვლავ ბეთელგეიზეს აფეთქების შედეგად, რაც უახლოეს ათასწლეულებშია მოსალოდნელი, ცაზე „მეორე მთვარე“ გაჩნდება, განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსური ცენტრის თანამშრომელმა ვიაჩესლავ ავდეევმა.ავდეევის თქმით, 2019 წლის ბოლოს ბეთელგეიზემ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მიიჩნევა ღამის ცაზე, სწრაფად დაიწყო ნათების კლება. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვარსკვლავი შეიძლება უახლოეს პერიოდში აფეთქდეს. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ სიფერმკრთალის მიზეზი მტვრის ღრუბელი იყო, რომელიც ბეთელგეიზეს ჩამოეფარა. ღრუბლის გაფანტვის შემდეგ ვარსკვლავმა პირვანდელი სიკაშკაშე დაიბრუნა.თუმცა, როგორც ავდეევი ამბობს, ვარსკვლავი მაინც აფეთქდება უახლოეს ათასწლეულებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644394_0:0:3223:2026_1920x0_80_0_0_a6db380051994f8fe3d028afd64f79a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, რუსეთი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, რუსეთი
მეცნიერები ცაზე მეორე მთვარის გამოჩენას პროგნოზირებენ
ასტროკოსმოსური ცენტრის სწავლულები ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის აფეთქებას პროგნოზირებენ
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ვარსკვლავ ბეთელგეიზეს აფეთქების შედეგად, რაც უახლოეს ათასწლეულებშია მოსალოდნელი, ცაზე „მეორე მთვარე“ გაჩნდება,
განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსური ცენტრის თანამშრომელმა ვიაჩესლავ ავდეევმა.
„ვარსკვლავი ისე იკაშკაშებს, როგორც მეორე მთვარე, ის დღისითაც ხილული იქნება, თუმცა ღამით უფრო ლამაზად გამოჩნდება“, — აღნიშნა მეცნიერმა.
ავდეევის თქმით, 2019 წლის ბოლოს ბეთელგეიზემ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად მიიჩნევა ღამის ცაზე, სწრაფად დაიწყო ნათების კლება. მაშინ მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვარსკვლავი შეიძლება უახლოეს პერიოდში აფეთქდეს. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ სიფერმკრთალის მიზეზი მტვრის ღრუბელი იყო, რომელიც ბეთელგეიზეს ჩამოეფარა. ღრუბლის გაფანტვის შემდეგ ვარსკვლავმა პირვანდელი სიკაშკაშე დაიბრუნა.
თუმცა, როგორც ავდეევი ამბობს, ვარსკვლავი მაინც აფეთქდება უახლოეს ათასწლეულებში.