https://sputnik-georgia.com/20210709/italiaSi-dantes-aqamde-ucnobi-xelnawerebi-aRmoaCines-252266765.html
იტალიაში დანტეს აქამდე უცნობი ხელნაწერები აღმოაჩინეს
იტალიაში დანტეს აქამდე უცნობი ხელნაწერები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ხელნაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორს ეკუთვნის, შემთხვევით აღმოაჩინა მონაზონმა. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T17:53+0400
2021-07-09T17:53+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/17/251549895_0:0:2773:1560_1920x0_80_0_0_0ea477d455d9be353fafaf728c9ad5b3.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. იტალიაში შემთხვევით აღმოაჩინეს დიდი იტალიელი პოეტისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის ჩანაწერები, იუწყება The Times.საქართველოში გამოსცემენ საფოსტო მარკას დანტე ალიგიერის პორტრეტით>>ჩანაწერები მონაზონმა ჯულია ბოლტონ ჰოლოუეიმ ვატიკანისა და ფლორენციის ბიბლიოთეკებში იპოვა. ხელნაწერი ფურცლები, სავარაუდოდ, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ მე-13 საუკუნეში მოღვაწე დიდი მოაზროვნის ხელწერა აქამდე არავინ იცოდა.როგორც გამოცემა წერს, ამ ტექსტების ჩაწერისას ალიგიერი ფლორენციაში სტუდენტი იყო, სადაც მას ფილოსოფიას მეცნიერი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ბრუნეტო ლატინი ასწავლიდა. ცნობილია რომ ლატინი მეურვეობდა დანტეს მამის გარდაცვალების შემდეგ.თავად ჰოლოუეიმ, რომელიც მონაზვნად აღკვეცამდე შუა საუკუნეების ექსპერტი იყო პრინსტონის უნივერსიტეტში, აღნიშნა, რომ ეს თხზულებები „წარმოდგენას იძლევა დანტეს გენიალობის შესახებ“.„ცოტა ხნის წინ ნაპოვნ ხელნაწერში ხელწერა სკოლის მოსწავლის ხელწერას ჰგავს, მაგრამ წერილი ბრწყინვალე ტოსკანურ დიალექტზეა შესრულებული“, – განაცხადა ჰოლოუეიმ.ამავე დროს ჩანაწერებმა დანტეს შედევრში „ღვთაებრივი კომედია“, რომელიც 1320 წელს, პოეტის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დასრულდა, შეიძლება ნათელი მოჰფინოს ზოგიერთ მომენტს. მაგალითად, იქ გამოსახულია წრეში ჩასმული კვადრატი. ეს კონცეფცია დანტემ მოგვიანებით გამოიყენა „ღვთაებრივ კომედიაში“ ღმერთის აღწერისთვის.
https://sputnik-georgia.com/20210514/tbilisis-beatriches-msoplio-premieras-umaspinzlebs-251722176.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/17/251549895_42:0:2773:2048_1920x0_80_0_0_733e2328fc22fbd697ed63e5346ba347.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
იტალიაში დანტეს აქამდე უცნობი ხელნაწერები აღმოაჩინეს
17:53 09.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ხელნაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორს ეკუთვნის, შემთხვევით აღმოაჩინა მონაზონმა.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. იტალიაში შემთხვევით აღმოაჩინეს დიდი იტალიელი პოეტისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის ჩანაწერები,
იუწყება The Times.
ჩანაწერები მონაზონმა ჯულია ბოლტონ ჰოლოუეიმ ვატიკანისა და ფლორენციის ბიბლიოთეკებში იპოვა. ხელნაწერი ფურცლები, სავარაუდოდ, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ მე-13 საუკუნეში მოღვაწე დიდი მოაზროვნის ხელწერა აქამდე არავინ იცოდა.
როგორც გამოცემა წერს, ამ ტექსტების ჩაწერისას ალიგიერი ფლორენციაში სტუდენტი იყო, სადაც მას ფილოსოფიას მეცნიერი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე ბრუნეტო ლატინი ასწავლიდა. ცნობილია რომ ლატინი მეურვეობდა დანტეს მამის გარდაცვალების შემდეგ.
თავად ჰოლოუეიმ, რომელიც მონაზვნად აღკვეცამდე შუა საუკუნეების ექსპერტი იყო პრინსტონის უნივერსიტეტში, აღნიშნა, რომ ეს თხზულებები „წარმოდგენას იძლევა დანტეს გენიალობის შესახებ“.
„ცოტა ხნის წინ ნაპოვნ ხელნაწერში ხელწერა სკოლის მოსწავლის ხელწერას ჰგავს, მაგრამ წერილი ბრწყინვალე ტოსკანურ დიალექტზეა შესრულებული“, – განაცხადა ჰოლოუეიმ.
მონაზონმა ასევე აღნიშნა: „დანტეს კომედიის ვერსიის ხელნაწერთა ასლი შემონახული არ არის. თუმცა აღორძინების ეპოქის მეცნიერი ლეონარდო ბრუნი, რომელსაც ნანახი ჰქონდა დანტეს ხელწერა, სწორედ იმგვარად აღწერს მას, როგორიც მე აღმოვაჩინე“.
ამავე დროს ჩანაწერებმა დანტეს შედევრში „ღვთაებრივი კომედია“, რომელიც 1320 წელს, პოეტის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დასრულდა, შეიძლება ნათელი მოჰფინოს ზოგიერთ მომენტს. მაგალითად, იქ გამოსახულია წრეში ჩასმული კვადრატი. ეს კონცეფცია დანტემ მოგვიანებით გამოიყენა „ღვთაებრივ კომედიაში“ ღმერთის აღწერისთვის.